მაგისტრის ორი დიპლომის პროგრამა: პარიზის ჟურნალიზმის უმაღლესი სკოლა - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი (GRUNI)
სამაგისტრო პროგრამა მასობრივი კომუნიკაცია და საზოგადოებასთან ურთიერთობა შეიქმნა პარიზის ჟურნალიზმის უმაღლეს სკოლასთან ერთად. ის ხორციელდება ორ ეტაპად: პირველ წელს (I და II სემესტრი) სტუდენტი ისწავლის გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, მესამე სემესტრს გაივლის პარიზის ჟურნალიზმის უმაღლეს სკოლაში, ხოლო პროგრამას დაასრულებს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში. პროგრამა უზრუნველყოფილია უმაღლესი კატეგორიის ქართველი და ფრანგი პროფესურით.
კრედიტების ურთიერთ აღიარების საფუძველზე სტუდენტი მიიღებს პარიზის ჟურნალიზმის უმაღლესი სკოლისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის აკადემიურ ხარისხსა და დიპლომებს, ცალ-ცალკე.
პარიზის ჟურნალიზმის უმაღლესი სკოლა ერთ-ერთი უძველესია საფრანგეთში. ის დაარსდა ორი საუკუნის წინ, 1895 წელს და აღიარებულია ჟურნალისტური კადრების აღზრდის მძლავრ კერად.
სწავლა ინგლისურ ენაზეა, სურვილის შემთხვევაში - ფრანგულად.
საფრანგეთში სწავლისას სტუდენტს შეუძლია აირჩიოს მოდულები, როგორც მედიის, ისე საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით. პარიზში სწავლის საზღაური, ჩვენი უნივერსიტეტისთვის, განისაზღვრა სპეციალური ტარიფით (არაუმეტეს 3000-5000 ევრო, იმისდა მიხედვით თუ რამდენ დისციპლინას აირჩევს სტუდენტი). იმ შემთხვევაში თუ სტუდენტი, საკუთარი სურვილით, არ განაგრძობს სწავლას საფრანგეთში, სწავლის საზღაური განისაზღვრება წელიწადში 3100 ლარის ოდენობით. ამასთან მიენიჭება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის აკადემიურ ხარისხი და დიპლომი (საფრანგეთში სწავლის პერიოდში სტუდენტი არ იხდიან სწავლის საფასურს GRUNI-ში).
საფრანგეთში სწავლის შემთხვევაში, პარტნიორული ხელშეკრულების საფუძველზე, სტუდენტს არ მოეთხოვება სტანდარტიზებული ტესტის შედეგები ინგლისურ ენაში, საკმარისად ითვლება ფრანგულ მხარესთან სკაიპით გასაუბრება.