იტვირთება...
სორბონის და ლილის უნივერსიტეტები
GeoEng

სორბონის და ლილის უნივერსიტეტები

მაგისტრის ორი დიპლომის პროგრამა: სორბონის და ლილის უნივერსიტეტები - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი

 

ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა გლობალური მმართველობა და პოლიტიკა/საერთაშორისო ურთიერთობები, შეიქმნა ფრანგ პარტნიორებთან ერთად და ორ ეტაპად ხორციელდება: პირველ წელს სწავლა მიმდინარეობს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, ხოლო მეორე წელს - საფრანგეთში. სწავლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს საფრანგეთის ადმინისტრირების ეროვნული სკოლისა (ENA) და სორბონის ან ლილის უნივერსიტეტის (სტუდენტის არჩევით) დიპლომსა და მაგისტრის აკადემიურ ხარისხს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის აკადემიურ ხარისხსა და დიპლომთან ერთად.

 

 

სწავლა ინგლისურ ენაზეა.

 

პროგრამა, თავისი სტანდარტით, დასაქმების ფართო შესაძლებლობას იძლევა, არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ. ის ითვალისწინებს სტაჟირებას ევროკავშირის სტუქტურებში.

 

იმ შემთხვევაში, თუ მეორე წელს, სტუდენტი სწავლას გააგრძელებს ლილის უნივერსიტეტში, მას მიენიჭება ლილის უნივერსიტეტის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და დიპლომი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის აკადემიურ ხარისხსა და დიპლომთან ერთად.

 

სწავლის საზღაური, ლილის უნივერსიტეტის პროგრამის არჩევის შემთხვევაში, შეადგენს 11 900 ლარს, წელიწადში, ხოლო სორბონის უნივერსიტეტის შემთხვევაში - 28 000 ლარს წელიწადში (ლარისა და ევროს კურსის მიხედვით).

 

საფრანგეთში სწავლის შემთხვევაში, პარტნიორული ხელშეკრულების საფუძველზე, სტდენტს არ მოეთხოვება სტანდარტიზებული ტესტის შედეგები ინგლისურ ენაში, საკმარისად ჩაითვლება ფრანგულ მხარესთან სკაიპით გასაუბრება.