ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის საგანმანათლებლო პროგრამა - MBA
რით გამოირჩევა ეს პროგრამა?
ის, ამერიკული, უფრო ზუსტად, კლასიკური MBA ხარისხის მინიჭებას გულისხმობს. პროგრამა ვებსტერის უნივერსიტეტის ინტელექტუალური საკუთრებაა და მოიცავს სწავლას, როგორც თბილისის კამპუსში, ისე ათენში.
სტუდენტს შეუძლია მიიღოს ორი დიპლომი და აკადემიური ხარისხი ან მხოლოდ ვებსტერის უნივერსიტეტის MBA აკადემიური ხარისხი და დიპლომი.
ამ პროგრამით სწავლის ღირებულება, წელიწადში, 29 580 ლარს შეადგენს (10 200 აშშ დოლარის შესაბამისად), ეს მაშინ, როცა ვებსტერის აშშ კამპუსში სწავლის შემთხვევაში, ის არანაკლებ 50 000 აშშ დოლარია (რომ არაფერი ვთქვათ იქ ცხოვრების ხარჯებზე).
სხვაგვარად რომ ვთქვათ, სტუდენტი, მინიმალური დანახარჯებით, იღებს საერთაშორისო სტანდარტის MBA აკადემიურ ხარისხს და დიპლომს ისეთი მაღალრეიტინგული ამერიკული უნივერსიტეტისგან, როგორიცაა ვებსტერის უნივერსიტეტი.
...როგორც უკვე ითქვა, შესაბამისი პროგრამების დასრულების შემდეგ, აკადემიურ ხარისხებს (ბაკალავრი, მაგისტრი) ანიჭებს ვებსტერის უნივერსიტეტის ამერიკის კამპუსი თბილისისა და ათენის კამპუსებში დაგროვებული კრედიტების საფუძველზე.