Not Found

The requested URL was not found on this server.


Apache Server at shop.top7788.com Port 80
იტვირთება...
პროექტი N8
GeoEng

პროექტი N8

პროექტის დასახელება

თანამედროვე ტენდენციები ჩრდილოეთ კავკასიაში და მათი შესაძლო გავლენები საქართველოზე.

 

განხორციელების ადგილი

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი კვლევა განხორციელდება ავსტრიისა და საქართველოსა რესპუბლიკებში.

 

განხორციელების ვადა

პროექტი განხორციელდება 5 წლის განმავლობაში, 2019 წლის სექტემბრიდან 2024 წლის სექტემბრამდე.

 

მიზნობრივი ჯგუფი

პროექტის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენს რეგიონში მცხოვრები ის პირები, რომელთაც ბუნებრივი შეხება აქვთ მიმდინარე პროცესებზე. ასევე ის პირები ვინც მიმოფანტული არიან საზღვარგარეთ და მიზეზთა გამო არ ან ვერ ჩადიან რეგიონში, თუმცა ინარჩუნებენ სულიერ და ემოციურ ბმას რეგიონთან. ასევე შესაბამის სფეროში მოღვაწე პოლიტოლოგები, ექსპერტები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, თეოლოგები, სასულიერო პირები, მეცნიერები. ასევე ხსენებულ სფეროში ჩართული ახალგაზრდები მათ შორის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები.

 

პროექტის აღწერა

პროექტი ითვალისწინებს ჩრდილოკავკასიის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დაკვირვებას, მათ შედარებას საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდგომ წარმოქმნილ ტენდენციებთან და მათი შედარებითი ანალიზის ჩატარება. ანუ დაგეგმილია განხორციელდეს უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესების ზოგადი სურათის შექმნა, ხსენებული ტენდენციების შედარებითი ანალიზის შექმნის მიზნით. შესაბამისად მოხდება არაერთი ადამიანის გაცნობა, მათი პოზიციის შესწავლა, ასევე მათი სუბიექტური აზრის შედარება ისტორიულ რეალობასთან,

კვლევის მიმდინარეობისას ასევე გათვალისწინებული იქნება საქართველოში მიმდინარე პროცესების მოკლე მიმოხილვა და ჩრდილოკავკასიის რესპუბლიკებისა და ხალხების ისტორიული ბმები და გავლენები საქართველოზე.

 

მიზანი

პროექტის მიზანია, ერთი მხრივ, აკადემიურ სივრცეში, პროფესიულ წრეებში ხელი შეუწყოს ობიექტური მიუკერძოებელი აკადემიური (ანალიტიკური კონტექსტით) პროდუქტის შექმნას, ხოლო მეორე მხრივ პროექტი საშუალებას იძლევა ე.წ. Field Research-ის გამოყენებით უშუალოდ შეფასდეს და გაანალიზდეს პროცესებში ჩართულ პირთა როგორც ემოციური ასევე არგუმენტირებულად გამყარებული მოსაზრებები. ასევე კვლევა შესაძლებლობას იძლევა შესაბამის სფეროში ჩართული ნებისმიერი სტუდენტი ჩაერთოს და საკუთარი წვლილი შეიტანოს აკადემიური პროდუქტის ჩამოყალიბებაში.

 

პროექტის განხორციელება

პროექტი ხორციელდება გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფარგლებში. მკვლევარების მიერ დაიგეგმა კვლევის მეთოდები, მომზადებულია კვლევის სტრუქტურა, მოძიებული და დამუშავებულია შესაბამისი სამართლებრივი აქტები, უცხოენოვანი მონოგრაფიები და სტატიები, განაწილებულია საკითხები, რომლებზეც ისინი დამოუკიდებლად მუშაობენ. პროექტის მართვას, კვლევის პროცესს სამეცნიერო ზედამხედველობას უწევს გიორგი მირიანაშვილი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.

პროექტის დასრულების შემდეგ იგეგმება A4 ფორმატში მომზადებული დაახლოებით 50 გვერდის მოცულობის ნაშრომის დაბეჭდვა.

 

პროექტის კოორდინატორი (ხელმძღვანელი), სამუშაო და შემოქმედებითი ჯგუფი

 

პროექტის ხელმძღვანელი: ნიკოლოზ ჯანელიძე - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი, საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი. მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი; მე-13 კმ. მობ.: 43 660 4342706; ელ. ფოსტა: nikolozjanelidze1@gmail.com