პროექტის დასახელება
რუსეთ-უკრაინის რელიგიური და პოლიტიკური კონფლიქტი საქართველოს პერსპექტივიდან.
განხორციელების ადგილი
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი კვლევა განხორციელდება ავსტრიისა და საქართველოს რესპუბლიკებში.
განხორციელების ვადა
პროექტი განხორციელდება 5 წლის განმავლობაში, 2019 წლის სექტემბრიდან 2024 წლის სექტემბრამდე.
მიზნობრივი ჯგუფი
პროექტის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენს შესაბამის სფეროში მოღვაწე პოლიტოლოგები, ექსპერტები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, თეოლოგები, სასულიერო პირები, მეცნიერები. ასევე ხსენებულ სფეროში ჩართული ახალგაზრდები მათ შორის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები.
პროექტის აღწერა
პროექტი ითვალისწინებს ზემოხსენებული სამი სუბიექტის *საქართველო, რუსეთი, უკრაინა) პოზიციის შესწავლას, მათ გაანალიზებას და საქართველოსთვის მაქსიმალურად მისაღები და რაციონალური პოზიციის დაფიქსირებას. ასევე ისტორიული რაკურსის გაანალიზება და თანამედროვე მდგომარეობის ანუ რეალობის შედარებითი ანალიზი. კვლვევის მიმდინარეობისას ასევე გათვალისწინებული იქნება სხვა ეკლესიების წარმომადგენლების პოზიციები, პროცესებში არა პირდაპირ ჩართული მხარეების მოსაზრებები და გათვალისწინებული იქნება მათი ისტორიული გამოცდილებები.
მიზანი
პროექტის მიზანია, ერთი მხრივ, აკადემიურ სივრცეში, პროფესიულ წრეებში ხელი შეუწყოს ობიექტური მიუკერძოებელი აკადემიური (ანალიტიკური კონტექსტით) პროდუქტის შექმნას, ხოლო მეორე მხრივ პროექტი საშუალებას იძლევა ე.წ. Field Research-ის გამოყენებით უშუალოდ შეფასდეს და გაანალიზდეს პროცესებში ჩართულ პირთა არაემოციური, არამედ არგუმენტირებულად გამყარებული მოსაზრებები. ასევე კვლევა შესაძლებლობას იძლევა შესაბამის სფეროში ჩართული ნებისმიერი სტუდენტი ჩაერთოს და საკუთარი წვლილი შეიტანოს აკადემიური პროდუქტის ჩამოყალიბებაში.
პროექტის განხორციელება
პროექტი ხორციელდება გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფარგლებში. მკვლევრების მიერ დაიგეგმა კვლევის მეთოდები, მომზადებულია კვლევის სტრუქტურა, მოძიებული და დამუშავებულია შესაბამისი სამართლებრივი აქტები, უცხოენოვანი მონოგრაფიები და სტატიები, განაწილებულია საკითხები, რომლებზეც ისინი დამოუკიდებლად მუშაობენ. პროექტის მართვას, კვლევის პროცესს სამეცნიერო ზედამხედველობას უწევს გიორგი მირიანაშვილი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.
პროექტის დასრულების შემდეგ იგეგმება A4 ფორმატში მომზადებული დაახლოებით 50 გვერდის მოცულობის ნაშრომის დაბეჭდვა.
პროექტის კოორდინატორი (ხელმძღვანელი), სამუშაო და შემოქმედებითი ჯგუფი
პროექტის ხელმძღვანელი: ნიკოლოზ ჯანელიძე - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი, საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი.
მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი; მე-13 კმ. მობ.: 43 660 4342706; ელ. ფოსტა: nikolozjanelidze1@gmail.com