სამეცნიერო ჟურნალის „აკადემიური მაცნე“, 2017 წლის სპეციალური გამოცემა მომზადებულია საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ
„საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები“
წინამდებარე სტატიათა კრებულში თავმოყრილია სამეცნიერო და ანალიტიკური სტატიები და შეფასებები, რომლებიც ეძღვნება კონსტიტუციის ცვლილებების შინაარსობრივ, და ასევე მის პროცედურულ მხარეს. იგი საინტერესოა აღნიშნული საკითხებით დაინტერესებული ყველა პროფესიის მკითხველისათის.
გარადა ამისა, აღნიშნულ გამოცემას თან ერთვის კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის ადამიანის უფლებებთან და სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებული საკითხების შეფასება ქართულ და ინგლისურ ენებზე. იგი მომზადებულია აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის პროექტ "კანონისუზენაესობის პროგრამის მხარდაჭერა საქართველოში" (PROLoG) ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის კვლევითი სამეცნიერო ინსტიტუტი გულითად მადლობას უხდის ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ისევე როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტს, აღნიშნული შეფასების „აკადემიერ მაცნეში“ გამოქვეყნებაზე თანხმობისათვის.
დანართის სახით, მკითხველი იხილავს პირველი და მეორე მოსმენით მიღებული კონსტიტუციის პროექტებს.