პროექტი N6
GeoEng

პროექტი N6

პროექტის დასახელება

საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების ისტორიისა და მისი მიმდინარეობის ანალიზი.

 

განხორციელების ადგილი

თბილისი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი.

 

განხორციელების ვადა

პროექტი განხორციელდა 18 თვის განმავლობაში, 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის ივნისამდე.

 

მიზნობრივი ჯგუფი

პროექტის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენდა კონფლიქტოლოგიით დაინტერესებული სტუდენტები და მკვლევრები, სამთავრებო და არასამთავრობო სექტორი.

 

პროექტის აღწერა (საჭიროების ანალიზი, არაუმეტეს 1 გვერდისა).

საკმარისი დრო გავიდა 90-იანი წლებიდან, რათა დისტანციიდან და მიუკერძოებლად შეფასდეს, საბჭოთა კავშირის დროს თუ როგორ და რა ვითარებაში ეყრებოდა საფუძველი საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტებს, რომლებმაც თავის პიკს საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში მიაღწია.

კვლევის ავტორი, პროფესორი პაატა ზაქარეიშვილი დაკავებულია საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე და ჯერ კიდევ მოუგვარებელი კონფლიქტების შესწავლით და ანალიზით. შესაბამისად, მას დაუგროვდაუნიკალური საარქივო მასალა, სადაც თავმოყრილია მრავალი დოკუმენტი თუ სხვა მასალა (წიგნები, მონოგრაფიები, დისერტაციები, ანალიტიკური და პოლიტიკური ტექსტები, მოგონებები, სტატიები და სხვა). იგი მიიჩნევს, რომ დაგროვილი მასალა, მათი ცოდნა და გასული დრო, საშუალებას იძლევა დაიწეროს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების სრული ისტორია.

 

მიზანი

პროექტის მიზანი იყო ერთი მხრივ, აკადემიურ სივრცეში, პროფესიულ წრეებში ხელი შეუწყოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ცოდნის გაზიარებას, მეორე მხრივ, საჯარო მმართველობის, საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამების სტუდენტების, ამ სფეროში მოღვაწე მკვლევარების ამ საკითხებით დაინტერესებას.

 

პროექტის კოორდინატორი (ხელმძღვანელი), სამუშაო და შემოქმედებითი ჯგუფი

პროექტის ხელმძღვანელი: პროფესორი პაატა ზაქარეიშვილი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის პროფესორი, საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი.