პროექტი N5
GeoEng

პროექტი N5

პროექტის დასახელება

ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული პოლიტიკის განვითარების ტენდენციები

 

განხორციელების ადგილი

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი კვლევა განხორციელდება საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

 

განხორციელების ვადა

პროექტი განხორციელდა 18 თვის განმავლობაში, 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის ივნისამდე.

 

მიზნობრივი ჯგუფი

პროექტის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენდა სამართლის, საჯარო მმართველობის, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტები, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოღვაწე მკვლევრები, იურისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, ევროპული სამართლით, ადამიანის უფლებათა დაცვის სამართლით დაინტერესებული პირები.

 

პროექტის აღწერა

კავშირში სრული ინტეგრაცია წარმოადგენს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტურ მიზანს. წლების განმავლობაში კავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდებოდა, რაც, ძირითად შემთხვევაში, გულისხმობდა საქართველოს მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერას. თუმცა, ასოცირების შესახებ შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, საქართველოსა და ევროპულ კავშირს შორის თანამშრომლობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და გასცდა სამეზობლო პოლიტიკის ფორმატს. ევროპულ კავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებით საქართველოს გააჩნია უფრო ხელშესახები პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი სარგებლის მიღების პერსპექტივა. გარდა იმისა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმებით საქართველოსა და კავშირს შორის გაძლიერდა პოლიტიკური დიალოგი, აგრეთვე გაჩნდა ეროვნული სამართლებრივი სისტემის ევროპული კავშირის სამართლის სტანდარტებთან დაახლოების შესაძლებლობა. ასოცირების შესახებ შეთანხმება როგორც მულტისექტორული საერთაშორისო ხელშეკრულება მხარეებს შორის თანამშრომლობას ითვალისწინებს მრავალი დარგის, სფეროს, მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვის ნორმატიული სტანდარტების გაზრდის, ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ქართული იურიდიული ლიტერატურა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სისტემასთან, ინსტრუმენტებთან, ევროპულ კავშირთან და ევროპის საბჭოსთან მიმართებით  მწირია. აკადემიურ სივრცეში, პროფესიულ წრეებში ამ სფეროსთან დაკავშირებით არსებობს ინფორმაციული ვაკუუმი. კვლევის ფარგლებში მომზადებული ნაშრომით ქართულ ენაზე პირველად შეიქმნება მონოგრაფია, რომელშიც განხილული იქნება ევროპულ ინტეგრაციასთან, მის ღირებულებებთან, სტანდარტებთან, ინსტიტუტებთან, კომპეტენციებთან, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სისტემასთან დაკავშირებული საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ადამიანის უფლებათა ევროპული პოლიტიკის აქტუალურ თემას - ევროპული კავშირის ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა ევროპულ  კონვენციაზე მიერთებას, ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებს.

 

მიზანი

პროექტის მიზანია, ერთი მხრივ, აკადემიურ სივრცეში, პროფესიულ წრეებში ხელი შეუწყოს ევროპული კავშირის, ევროპის საბჭოს, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სისტემის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ცოდნის გაზიარებას, მეორე მხრივ, სამართლის, საჯარო მმართველობის, საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამების სტუდენტების, ამ სფეროში მოღვაწე მკვლევარების ამ საკითხებით დაინტერესებას.

 

პროექტის განხორციელება

პროექტი განხორციელდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფარგლებში. მკვლევარების მიერ დაიგეგმა კვლევის მეთოდები, მომზადდა მონოგრაფიის სტრუქტურა, მოიძიებულ და დამუშავებულ იქნა შესაბამისი სამართლებრივი აქტები, უცხოენოვანი მონოგრაფიები და სტატიები, განაწილდა საკითხები, რომლებზეც ისინი დამოუკიდებლად მუშაობენ. პროექტის მართვას, კვლევის პროცესს სამეცნიერო ზედამხედველობას უწევდა ანა ფირცხალაშვილი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, სამართლის სკოლის პროფესორი, საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.

პროექტის დასრულების შემდეგ დაიბეჭდა 200 ერთეული A5 ფორმატში მომზადებული 275 გვერდის მოცულობის მონოგრაფია.

 

პროექტის კოორდინატორი (ხელმძღვანელი), სამუშაო და შემოქმედებითი ჯგუფი

პროექტის ხელმძღვანელი: ანა ფირცხალაშვილი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის პროფესორი, საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი; მე-13 კმ. მობ.: 571 129 797; ელ. ფოსტა: a.phirtskhalashvili@gruni.edu.ge

პროექტის კოორდინატორი: გიორგი მირიანაშვილი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასისტენტი, საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კოორდინატორი. მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი; მე-13 კმ. მობ.: 591 109 515; ელ. ფოსტა: g.mirianashvili@gruni.edu.ge