პროექტის დასახელება
საქართველოს კონსტუტუციის რეფორმის ანალიზი და შეფასება.
განხორციელების ადგილი
საქართველო, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
განხორციელების ვადა
პროექტი განხორციელა 12 თვის განმავლობაში, 2017 წლის ივნისიდან 2018 წლის დეკემბრამდე.
მიზნობრივი ჯგუფი
პროექტის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებით დაინტერესებული პირები. ასევე, სამართლის, საჯარო მმართველობის, საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტები, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოღვაწე იურისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, დაინტერესებული მკვლევრები.
პროექტის აღწერა
პროექტის ფარგლებში მომზადდა და გამოქვეყნდა ერთი მხრივ, ნაშრომი საქართველოს სახელმწიფო მოწყობასთან დაკავშირებით, მეორე მხრივ, სამეცნიერო ჟურნალის „აკადემიური მაცნეს“ სპეციალური გამოცემა.
„აკადემიური მაცნეს“ სპეციალური გამოცემა
სამეცნიერო ჟურნალის „აკადემიური მაცნე“, 2017 წლის სპეციალური გამოცემა „საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები“ მომზადებულია საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ.
წინამდებარე სტატიათა კრებულში თავმოყრილია სამეცნიერო და ანალიტიკური სტატიები და შეფასებები, რომლებიც ეძღვნება კონსტიტუციის ცვლილებების შინაარსობრივ, ასევე, მის პროცედურულ მხარეს. იგი საინტერესოა აღნიშნული საკითხებით დაინტერესებული ყველა პროფესიის მკითხველისათვის.
გარდა ამისა, აღნიშნულ გამოცემას თან ერთვის კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის ადამიანის უფლებებთან და სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებული საკითხების შეფასება ქართულ და ინგლისურ ენებზე. იგი მომზადებულია აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის პროექტის - "კანონის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერა საქართველოში" (PROLoG), ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის კვლევითი სამეცნიერო ინსტიტუტი გულითად მადლობას უხდის ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ისევე როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტს, აღნიშნული შეფასების „აკადემიერ მაცნეში“ გამოქვეყნების თაობაზე თანხმობისათვის.
დანართის სახით, მკითხველი იხილავს პირველი და მეორე მოსმენით მიღებული კონსტიტუციის პროექტებს.
საქართველოს სახელმწიფო მოწყობის საფუძვლები
დამხმარე სახელმძღვანელო წარმოადგენს საქართველოს ახალი სახელმწიფო მოწყობის, კონსტიტუციური ინსტიტუტების მოკლე, მაგრამ ინფორმატიურ დახასიათებას, მათი არჩევის წესის, ფუნქციების და უფლებამოსილებების აღწერას. იგი ვერ იტვირთებს კონსტიტუციური სამართლის თეორიული კურსის მისიას, რადგან არ არის განკუთვნილი კონსტიტუციური სამართლის სფეროში სრული თეორიული ცოდნის მისაღებად.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისათვის, იურისტებისთვის, სახელმწიფო მოხელეთათვის და სახელმწიფო მოწყობით დაინტერესებული პირებისათვის. სახელმძღვანელო ასევე საინტერესოა სახელმწიფო მოწყობის სამართალში ცვლილებების გასაცნობად და ცოდნის გასანახლებლად. მისი გამოყენება ასევე რეკომენდირებულია კონსტიტუციური სამართლის ნაწილში ტესტირება/სერტიცირებისათვის, ადვოკატის, მოსამართლის, პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდებში მოსამზადებლად.
აღნიშნულ გამოცემას თან ერთვის საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც ძალაში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს შედის. გარდა ამისა, თანდართულია 2017 წელს მიღებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონი.
პროექტის კოორდინატორი (ხელმძღვანელი), სამუშაო და შემოქმედებითი ჯგუფი
პროექტის ხელმძღვანელი: ანა ფირცხალაშვილი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, სამართლის სკოლის პროფესორი, საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი; მე-13 კმ. მობ.: 571 129 797; ელ. ფოსტა: a.phirtskhalashvili@gruni.edu.ge
პროექტის კოორდინატორი: გიორგი მირიანაშვილი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასისტენტი, საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კოორდინატორი. მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი; მე-13 კმ. მობ.: 591 109 515; ელ. ფოსტა: g.mirianashvili@gruni.edu.ge