იტვირთება...
პროექტი N3
GeoEng

პროექტი N3

  • პროექტის დასახელება

კაზუსის ამოხსნის 4 მოდელის სახელმძვანელოს შექმნა ძირითად უფლებებში

 

  • განხორციელების ადგილი

საქართველო, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი და გერმანია პოტსდამის უნივერსიტეტი

 

  • განხორციელების ვადა

პროექტი განხორციელა 12 თვეში,  2016 წლის დეკემბრიდან  2017 წლის დეკემბრამდე

 

  • მიზნობრივი ჯგუფი

პროექტის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენს სამართლის, საჯარო მმართველობის, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტები, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოღვაწე მკვლევრები, იურისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, ადამიანის უფლებათა  სამართლით დაინტერესებული პირები.

 

  • პროექტის აღწერა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფარგლებში  მომზადდა და გამოიცა ამავე ინსტიტუტის დირექტორის, სამართლის დოქტორის, პროფესორ ანა ფირცხალაშვილის ნაშრომი .  

კონსტიტუციაში გარანტირებული ძირითადი უფლებები გადმოცემის ზოგადი, აბსტრაქტული მანერით გამოირჩევა. ზოგჯერ, კონსტიტუციით გარანტირებული ეს ღირებულებები პათეტიკურადაც კი გვეჩვენება. ადამიანის ძირითადი უფლებების პრაქტიკაში რეალიზება,  ხელისუფლებების მიერ ამ უფლებათა იმპლემენტაცია ან სასამართლოს განმარტება, აშკარას ხდის, რომ აუცილებელია ძირითადი უფლების დარღვევის ფაქტების დეტალური შემოწმება. ამ მიმართულებით  კაზუსის ამოხსნა ეფუძნება ლოგიკურ მსჯელობას, არგუმენტაციის სიმყარესა და დასაბუთებულ დასკვნებს.

სამართლებრივი თეორიებისა და კონკრეტული რეგულაციების სრულყოფილი ცოდნის მისაღებად აუცილებელია სტუდენტმა ის კონკრეტული მაგალითების, შემთხვევების დამუშავებისა და გადაწყვეტის პარალელურად შეისწავლოს. სწორედ ამისათვის არსებობს კაზუსის ამოსახსნელად  დადგენილი მეთოდიკა. მისი ცოდნა ხელს უწყობს სტუდენტს ყურადღების მიღმა არ დარჩეს მნიშვნელოვანი და საგულისხმო საკითხები. შემუშავებული მეთოდი მართალია ვერ შეავსებს თეორიული ცოდნის დეფიციტს, მაგრამ დაეხმარება სტუდენტს, რომ მისი ცოდნა სწორად  იქნას გამოყენებული და მივიდეს დასაბუთებულ დასკვნამდე. 

 

 

პროექტის ხელმძღვანელი: ანა ფირცხალაშვილი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, სამართლის სკოლის პროფესორი, საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი; მე-13 კმ. მობ.: 571 129 797; ელ. ფოსტა: a.phirtskhalashvili@gruni.edu.ge