- პროექტის დასახელება
საქართველოს მდგრადი განვითარების ძირითადი სამართლებრივი ასპექტები - გარემოს დაცვის სამართლის, სამშენებლო სამართლისა და ენერგიის სამართლის ინსტიტუტების ანალიზი.
- განხორციელების ადგილი
საქართველო, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
- განხორციელების ვადა
პროექტი განხორციელა 12 თვეში, 2013 წლის ივლისიდან 2014 წლის ივლისამდე
- მიზნობრივი ჯგუფი
პროექტის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენს სამართლის, საჯარო მმართველობის, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტები. გარემოს დაცვის სამართლის, სამშენებლო სამართლისა და ენერგიის სამართლის სფეროში მოღვაწე მკვლევრები, იურისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, ამ სფეროებით დაინტერესებული სხვა პირები.
- პროექტის აღწერა
“მდგრადი განვითარება“ არის ინგლისური ტერმინის - “Sustainable Development“, თარგმანი და აღწერს ისეთ განვითარებას, რომელიც შეესაბამება დღევანდელი თაობის ინტერესებს, დაიკმაყოფილოს საკუთარი მოთხოვნები ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მომავალი თაობების შესაძლებლობებს. ტერმინი მოიცავს მდგრადი განვითარების სოციალურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ ასპექტებს და წარმოადგენს საერთაშორისო პოლიტიკური და მეცნიერული დისკუსიების ერთ-ერთი აქტუალურ თემას.
აღსანიშნავია მეცნიერების როლი აღნიშნული მიზნის მიღწევაში. ევროპის სახელმწიფოებში შეიქმნა მდგრადი განვითარების (საუნივერსიტეტო და არასაუნივერსიტეტო) ინსტიტუტები, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს მდგრადი განვითარების ძირითადი ასპექტების კვლევას და ყოველდღიურ ცხოვრებაში პრაქტიკული მექანიზმების დამკვიდრებას.
- მიზანი.
გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) განხორციელება აქტიურ მოქმედებას მოითხოვს. ამისთვის საჭიროა სხვადასხვა სფეროში პოლიტიკის კოორდინირება, ახალი პარტნიორებისა და თანამშრომლობის ჩამოყალიბება და მსოფლიოს მასშტაბით მნიშვნელოვანი რესურსების გამოყოფა.
ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) არის უნიკალური შესაძლებლობა გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობისათვის. ხელისუფლების ღიაობისა და ეფექტიანობისთვის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები მსოფლიოს 66 სახელმწიფოში თანამშრომლობენ.
2015 წლის დეკემბერში, ნიუ იორკში, ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის წევრებმა, გაერთიანებული ერების გენერალურ ასამბლეაზე, მიიღეს ღია მმართველობის ერთობლივი დეკლარაცია 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების (შემდგომში - მიზნები) განხორციელების შესახებ. ბევრმა მთავრობამ და არასამთავრობო ორგანიზაციამ ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომლითაც ვალდებულება აიღეს განახორციელონ ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები და ამ გზით ხელი შეუწყონ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას გამჭვირვალობის, ჩართულობის, ანგარიშვალდებულების გაზრდის და ტექნოლოგიების განვითარების საფუძველზე.
- პროეტის შედეგები
2018 წლის 28-29 მაისს კი თბილისში დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენცია გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) განხორციელების შესახებ. გრიგოლ რობაქიძის უნივერისტეტის საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი საქართველოს პარლამენტთან, მთავრობასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ჩართულია პროექტის საორგანიზაციო საქმიანობაში. იგი არის პირველი სექციის ორგანიზატორი. გარდა საორგანიზაციო საქმიანობისა საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლის პროფესორები იქნებიან წარმოდგენილი, როგორც მომხსნებლები და მოდერატორი, აღნიშნულ კონფერენციაზე.
პროექტის ხელმძღვანელი: პროფესორი პაატა ტურავა