- პროექტის დასახელება
საჯარო მოხელეთა გადამზადება
- განხორციელების ადგილი
საქართველო, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
- განხორციელების ვადა
პროექტი განხორციელდა 6 თვეში, 2013 წლის ივლისიდან ამავე წლის დეკემბრის ბოლომდე.
- მიზნობრივი ჯგუფი
საჯარო მოხელეები
- პროექტის აღწერა
პროექტი განახორციელა კონსორციუმმა, რომლის წევრიცაა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი. კონსორციუმს ხელმძღვანელობდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA). სხვა ტრენინგები ჩატარდა 2013 წლის ივლისიდან ამავე წლის დეკემბრის ბოლომდე. პროექტს მთავრობის მხრიდან კოორდინაციას უწევდა პრემიერ- მინისტრის აპარატი, ხოლო დაფინანსებული იყო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს – USAID-ის, პროგრამის- დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (3G), მიერ.
საჯარო მოხელეების გადამზადება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ხორციელდება შემდეგი მიმართულებებით: საჯარო სამსახურის სამართლებრივი ჩარჩო საქართველოში, საჯარო სამსახურის ეთიკა და საჯარო მმართველობა საქართველოში, ადამიანური რესურსების მართვა, პრეზენტაციისა და საქმიანი წერის უნარ-ჩვევები.
- პროექტის მიზანი.
საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება.
პროექტის ხელმძღვანელი: პროფესორი პაატა ტურავა