იტვირთება...
თეა სამჭკუაშვილი
GeoEng

თეა სამჭკუაშვილი

თეა სამჭკუაშვილი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარია. იგი სხვადასხვა კონფერენციის, სემინარისა და პროექტის მონაწილეა. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები, არის პრაქტიკული სახელმძღვანელოს - „ეთიკა და ქცევის ზოგადი წესები საჯარო სამსახურში“, თანაავტორი.

 

თეა სამჭკუაშვილი არის სერტიფიცირებული ტრენერი - ეთიკისა და მამხილებელთა დაცვის საკითხებში; ასევე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სიახლეებისა და კორუფციის პრევენციის მექანიზმების საკითხებში; მას აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.