არჩილ გამზარდია - ანალიტიკოსი, ექსპერტი და ჟურნალისტი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორანტი. ამასთან ერთად, არჩილ გამზარდია არის საჯარო მმართველობის სამეცნიერო -კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი. გამოქვეყნებული აქვს არაერთი სტატია. მას აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება მედიის სფეროში. სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს და ატარებდა ტრენინგებს არაერთ უმაღლეს სასწავლებელში.
ამჟამად მისი კვლევის ინტერესებია: საზოგადოებრივი კომუნიკაციები, პოლიტიკური პიარტექნოლოგიები და სხვ.