იტვირთება...
დებულება
GeoEng

დებულება

საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დებულება

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

  1. საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (შემდგომში - ინსტიტუტი) არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის (შემდგომში - უნივერსიტეტი) სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეული.
  2. ინსტიტუტი თავის საქმიანობას წარმართავს დებულების მიხედვით. დებულებას ამტკიცებს უნივერსიტეტის რექტორი.
  3. ინსტიტუტის დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხდება მიღებისათვის დადგენილი წესების დაცვით.

 

მუხლი 2. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიზნები

  1. ინსტიტუტის მიზანია:
    • საჯარო მმართველობის, სახელმწიფო მოწყობის თეორიისა და პრაქტიკის, საუკეთესო გამოცდილების კვლევა;
    • ადამიანის უფლებათა ეროვნული, ევროპული და საერთაშორისო სამართლის მეცნიერების, პრაქტიკის პრობლემებისა და აქტუალური საკითხების კვლევა;
    • კვლევის შედეგების განზოგადება და წინადადებების შემუშავება საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით;
    • ადამიანის უფლებათა სამართლისა და საჯარო მმართველობის განვითარების ხელშეწყობა.
  2. ინსტიტუტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
    • კვლევის პროცესში მაგისტრანტებისა და დოქტორანტების ჩართვა;
    • კვლევის შედეგების ხელმისაწვდომობა უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის;
    • კვლევის შედეგების სასწავლო დისციპლინებში ასახვა და დანერგვა.
  3. საკუთარი მიზნების მისაღწევად ინსტიტუტი:
    • თანამშრომლობს სახელმწიფო/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და კვლევით დაწესებულებებთან;
    • თანამშრომლობს უცხოეთის სასწავლო-კვლევით დაწესებულებებთნ;
    • მონაწილეობს ეროვნულ და საერთაშორისო პროექტებში ან საკუთარი ძალებით ახდენს მათ განხორციელებას.
    • პერიოდულად ატარებს საერთაშორისო და ეროვნული კონფერენციებს, სემინარებს და სამუშაო შეხვედრებს, რომელიც ემსახურება ინსტიტუტის კვლევების შედეგების წარმოაჩენას.
  4. ინსტიტუტი კვლევას ახორციელებს თემატური კვლევითი პროექტის ფარგლებში.

 

მუხლი 3. ინსტიტუტის სტრუქტურა

  1. ინსტიტუტი შედგება ინსტიტუტის ხელმძღვანელის (დირექტორის), კოორდინატორის და მისი წევრებისაგან.
  2. ინსტიტუტის კოორდინატორი:
    • არის ინსტიტუტის მატერიალურად პასუხისმგებელი პირი;
    • კოორდინაციას უწევს ინსტიტუტის გამართულ მუშაობას;
    • უზრუნველყოფს ინსტიტუტის მიერ, ან მისი მონაწილეობით ჩატარებული პროექტების ორგანიზაციულ და ტექნიკურ მხარდაჭერას;
    • ახდენს ახალი პროექტის ინიცირებისა და მათი განხორციელებისათვის აუცილებელი ინფორმაციის მოძიებას, მისი დამუშავებას და ინსტიტუტისათვის წარდგენას;
    • ანგარიშვალდებულია ინსტიტუტის დირექტორის წინაშე.
  3. ინსტიტუტის კოორდინატორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი ინსტიტუტის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე.
  4. ინსტიტუტის საქმიანობას ხელმძღვანელობს ინსტიტუტის დირექტორი.
  5. ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობას ხელმძღვანელობს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო.

 

მუხლი 4. ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალი

 

ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალი შედგება უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და მკვლევარებისგან, რომელთაც უნივერსიტეტში არ უჭირავთ აკადემიური თანამდებობა.

 

მუხლი 5. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო

  1. ინსტიტუტის ხელმძღვანელი და ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალი ქმნის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს.
  2. საბჭო უფლებამოსილია ხმათა უბრალო უმრავლესობით საბჭოს წევრად აირჩიოს სხვა სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებაში მომუშავე აკადემიური პერსონალი ან მკვლევარი.
  3. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს საქმიანობას წარმართავს ინსტიტუტის ხელმძღვანელი.
  4. სამეცნიერო საბჭო განიხილავს და წყვეტს ინსტიტუტის სამეცნიერო მართვისა და განვითარების საკითხებს, კერძოდ:
    • განიხილავს და ამტკიცებს სამეცნიერო-კვლევით სამუშაოთა გეგმებს;
    • განიხილავს სხვა სამეცნიერო დაწესებულებებთან და სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხებს;
    • ისმენს და განიხილავს ცალკეულ მკვლევართა საქმიანობის ანგარიშებს;
    • განიხილავს ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის საკითხებს, უცხო ქვეყნების სამეცნიერო დაწესებულებებთან ერთობლივი პროექტების შესრულების მიმდინარეობას;
    • ისმენს და განიხილავს ინსტიტუტის თანამშრომელთა ანგარიშებს უცხოეთში სამეცნიერო მივლინების შესახებ;
    • ადგენს კვლევის შედეგების სასწავლო პროცესში ინტეგრირების მიზანშეწონილობის საკითხებს.
    • უფლებამოსილია ყველა იმ საკითხზე, რომელიც ინსტიტუტის სამეცნიერო აქტივობასა და საქმიანობას შეეხება.
  5. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომებს წარმართავს ინსტიტუტის ხელმძღვანელი.
  6. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა. საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ხმა მისცა სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტმა. საბჭოს საკითხს წყვეტს ღია კენჭისყრით, თუ არ დადგინდა გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების აუცილებლობა.
  7. სამეცნიერო საბჭოს სხდომის მიმდინარეობის თაობაზე დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.
  8. სამეცნიერო საბჭო თავად განსაზღვრავს მდივნის კანდიდატურას ღია კენჭისყრით დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით.

 

მუხლი 6. ინსტიტუტის ხელმძღვანელი (დირექტორი)

 

ინსტიტუტის ხელმძღვანელი:

  • ორგანიზაციულ ხელმძღვანელობას უწევს ინსტიტუტის საქმიანობას; ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსთან ერთად დირექტორი ხელმძღვანელობას უწევს ასევე ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობას;
  • სამეცნიერო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საბჭოს მიერ განსაზღვრულ ძირითად სამეცნიერო მიმართულებებს;
  • ორგანიზებას უწევს სამეცნიერო პროექტების დაფინანსებას, მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
  • ხელს უწყობს ინსტიტუტის სამეცნიერო კონტაქტების განვითარებას საქართველოსა და უცხოეთის სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა სახის ორგანიზაციებთან;
  • ორგანიზებას უწევს სამეცნიერო გამოკვლევათა გამოქვეყნებას;
  • ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით ადგენს ინსტიტუტის თანამშრომელთა საშტატო ნუსხას და წარუდგენს უნივერსიტეტის რექტორს.
  • წარმოადგენს ინსტიტუტს სხვადასხვა ორგანიზაციასა თუ დაწესებულებებში;

 

მუხლი 7. ინსტიტუტის მკვლევარი

 

ინსტიტუტის მკვლევარი მონაწილეობას იღებს ინსტიტუტის გეგმით გათვალისწინებული პროექტის (პროექტების) შესრულებაში.

 

მუხლი 8. თანამდებობის დაკავების წესი

  1. ინსტიტუტის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი.
  2. ინსტიტუტის ხელმძღვანელს, ისევე როგორც ინსტიტუტის სხვა პერსონალს შესაძლებელია მიეცეს ანაზღაურება. ანაზღაურების ოდენობა და პირობები განისაზღვრება ხელშეკრულებით.

 

მუხლი 9. ინსტიტუტის მკვლევარის უფლებები

 

ინსტიტუტის მკველვარს უფლება აქვს:

  • დამოუკიდებლად განსაზღვროს სამეცნიერო კვლევის შინაარსი, მეთოდები და საშუალებები;
  • მონაწილება მიიღოს დაფინანსების მოსაპოვებელ კონკურსებსა და სხვა ღონისძიებებში;
  • წარმართოს ნებისმიერი სახის საქმიანობა, რომელიც დაკავშირებული იქნება ინსტიტუტის მიერ დასახული ამოცანების შესრულებასთან.

 

მუხლი 10. ინსტიტუტის საქმიანობის შეწყვეტა

  1. ინსტიტუტის საქმიანობის შეწყვეტა შესაძლებელია ნებისმიერ დროს სამეცნიერო საბჭოს ან უნივერსიტეტის რექტორის გადაწყვეტილებით.
  2. ინსტიტუტის ლიკვიდაციის (საქმიანობის შეწყვეტის) შემდეგ მისი ქონება რჩება უნივერსიტეტს, თუ ინსტიტუტსა და მის დამფინანსებლებს შორის შეთანხმებით ან შესაბამისი პროექტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.