უნივერსიტეტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრუქტურაა კრიმინალისტიკის სწავლებისა და ექსპერტიზის ცენტრი, რომელიც, თავისი აღჭურვილობით, უნიკალურია და ანალოგი საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში არ მოეპოვება. ცენტრის ლაბორატორიები აღჭურვილია უახლესი კრიმინალისტიკური ტექნიკით, სპექტრომეტრებით, ოპტიკური და ციფრული მიკროსკოპებით, დაქტილოსკოპიური მასალებით, ულტრაიისფერი, ინფრაწითელი და სხვა ალტერნატიული სინათლის წყაროებით, ღამის ხედვის ხელსაწყოებით, საგამომძიებლო ქეისებით, ციფრული ფოტოტექნიკით და სხვ.
ცენტრის სამსახურშია, აგრეთვე, აუდიო-ვიზუალური ტექნიკა, სპეციალიზირებული ვიდეო ფილმები, და სპეციალური კომპიუტერული პროგრამები, რომლის დემონსტრირებისა და ანალიზის საფუძველზე ხდება გამომძიებლისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების ფორმირება.
გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობისა, ცენტრი ემსახურება სხვადასხვა საექსპერტო დაკვეთების შესრულებას კერძო პირებისა თუ სასამართლო და სხვა ორგანიზაციებიდან. ცენტრის მიერ განხორციელებულ დაკვეთებს შორის არის არაერთი გახმაურებული კრიმინალური საქმე, რომელშიც მას გადამწყვეტი როლი აქვს შესრულებული.
საკონტაქტო ინფორმაცია:
თბილისი, ირინა ენუქიძის 3 (აღმაშენებლის მე-13 კმ.)
ტ. 2384406, ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge (კრიმინალისტიკური ექსპერტიზისთვის)