მთავარი
GeoEng

მთავარი

გიწვევთ პირველ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე “სამედიცინო ტურიზმი: პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, საგანმანათლებლო და სამედიცინო პრობლემები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში”

 

 

 

კონფერენცია გაიხსნება ბათუმში, ა.წ. 18 ნოემბერს სასტუმრო Sheraton Batumi-ის სხდომათა დარბაზში

 

კონფერენციის მსვლელობის დროს მონაწილეებს და მომხსენებლებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ სამედიცინო ტურიზმის განვითარების პოლიტიკურ, სოციელურ-ეკონომიკურ, საგანმანათლებლო და სამედიცინო თანამედროვე ასპექტებს, შეხვდენ ამ დარგში მომუშავე ცნობილ სპეციალისტებს.

 

 

კონფერენციის ჩატარების ძირითადი მიზანია:

 

მყარი მეცნიერული საფუძველი ჩაეყაროს სამედიცინო ტურიზმის განვითარების საკითხებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში;

მიეწოდოს ფართო საზოგადოებრიობას უახლესი მონაცემები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მოქმედი სამედიცინო და საკურორტო ორგანიზაციების შესაძლებლობების შესახებ;

ხელი შეეწყოს ახალი, საქმიანი კონტაქტების დამყარებას სხვადასხვა ორგანიზაციათა და სპეციალისტთა შორის, რომლებიც უკვე მოქმედებენ ან გეგმავენ მუშაობას აღნიშნული მიმართულებით.

 

კონფერენციის სამდივნო

 

Tel.  +995 3 22 3840639
Fax
: +995 3 22 3840639

e-mail:medturconference@gmail.com

   medtourconference@mail.ru

web: gruni.edu.ge

00102, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, 13