ევროკავშირის პროგრამის ერაზმუს+ (Erasmus+) ფარგლებში იწყვება ახალი პროექტი „მობილობა+“, რომლის მიზანია სტუდენტთა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის უზრუნველყოფა სწავლების სხვადასხვა საფეხურზე. პროექტში ჩართულია დასავლეთ ევროპის ფარგლებს გარეთ არსებული 26 ქვეყანა - საქართველო, ბოსნია-ჰერცოგოვიდა, სერბეთი, რუსეთი, უკრაინა, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, მექსიკა, ჰონდურასი, პერუ, პარაგვაი, ურუგვაი, ეგვიპტე, ალჟირი, მაროკო, ნეპალი, ინდოეთი, იორდანია, ლიბანი, სამხრეთ აფრიკა, ტაივანი, ტაილანდი, ვიეტნამი, უზბეკეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი.
სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს პროექტში და მოიპოვოს სტიპენდია.
აღსანიშნავია, რომ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსაც ხვდა პატივი გამხდარიყო ამ პროექტის მონაწილე.
აღნიშნული პროექტი საშუალებას აძლევს ჩვენი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების II, III და IV დონის სტუდენტებს განახორციელონ საერთაშორისო მობილობა, ანუ ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლონ პორტოს უნივერსიტში, დააგროვონ კრედიტები და შეიძინონ ახალი გამოცდილება.
პროექტის კოორდინატორია პორტოს უნივერსიტეტი (პორტუგალია)
პროექტი სრულად არის დაფინანსებული ევროკავშირის მიერ.