ეროვნული იდენტობა/ეროვნული ეთოსი
GeoEng

ეროვნული იდენტობა/ეროვნული ეთოსი

ამ პოზიციის მიხედვით კონსტიტუციას საფუძვლად უდევს „ეროვნული ეთოსი“. კონსტიტუციის ინტერპრეტაციის შესაბამისი მეთოდი იმის საშუალებას იძლევა, რომ მოსამართლემ კონსტიტუციის საზრისი იმ ღირებულებათა გათვალისწინების საფუძველზე გამოიტანოს, რომლითაც გაჟღენთილია კონსტიტუციის ტექსტი.

 

ინტერპრეტაციის ამ ორი მეთოდის - მორალური მსჯელობისა და „ეროვნული ეთოსის“ - მიმართ გამოთქმულია კრიტიკა, რომლის მიხედვითაც არაარჩევითი მოსამართლეები მონაწილეობას იღებენ კონსტიტუციის საზრისის განსაზღვრაში, რაც არჩეული პოლიტიკური შტოების პრეროგატივაა.

 

კონსტიტუციური ინტერპრეტაციის კიდევ ერთი პოზიცია არის მორალური ანდა ეთიკური მსჯელობა. ე.წ. კანონის ეთოსი. ეს პოზიცია თვლის, რომ კონსტიტუციური ტექსტი იყენებს ანდა ემყარება ისეთ ტერმინებს, რომლებიც გაჟღენთილია მორალური კონცეპტებითა თუ იდეალებით. მაგ. თანაბარი დაცვა ანდა კანონის/სამართლის სათანადო პროცესი.

 

კონსტიტუციის ტექსტის უდიდეს ნაწილს საფუძვლად უდევს მორალური მოსაზრებები. ზოგი სპეციალისტი თვლის, რომ კონსტიტუციის შემქმნელებმა ისეთი ტექსტის ჩამოაყალიბეს, რომელიც დროთა განმავლობაში იზრდება. მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ მოსამართლეები არ უნდა იყვნენ მორალური არბიტრები. ისინი ამტკიცებენ რომ მორალური არგუმენტები ისეთ პრინციპებს ეფუძნება, რომელთა ობიექტური შემოწმება შეუძლებელია.

 

იურიდიული პრეცედენტი - აშშ-ში კონსტიტუციური საზრისის დადგენის ყველაზე გავრცელებული წყარო უზენაესი სასამართლოს მიერ კონსტიტუციურ კანონზე წინასწარ გამოტანილი გადაწყვეტილებაა. თითქმის ყველა მოსამართლისთვის იურიდიული პრეცედენტი უზრუნველყოფს პრინციპებით, წესებით თუ სტანდარტებით იურიდიული გადაწყვეტილების მართვისთვის მომავალ სასამართლო პროცესებში, რომლებსაც საქმე ექნებათ მსგავს ფაქტებთან. მართალია, მოსამართლე ცდილობს დაემყაროს პრეცედენტს, მაგრამ ძნელია ზუსტად დადგენა იმისა თუ რამდენად შეზღუდა პრეცედენტმა მოსამართლის გადაწყვეტილება, რადგანაც მოსამართლეებს აქვთ არჩევანის დიდი თავისუფლება თავიანთი წინა გადაწყეტილებების ინტერპრეტაციის საქმეში.

 

უფრო ხშირად გადაწყვეტილების მიღება ხდება სხვადასხვა პრეცედენტების ლოგიკიდან გამომდინარე. პრეცედენტის როგორც კონსტიტუციური საზრისის წყაროს მომხრეები მიუთითებენ იმ გადაწყვეტილებათა ლეგიტიმურობაზე, რომლებიც ეფუძნება წინასწარ დადგენილ პრინციპებს. ადრეულ პრეცედენტებზე დამყარება ხელს უწყობს სასამართლოს როგორც ნეიტრალური, მიუმხრობელი ინსტანციის როლის ზრდას. კონსტიტუციის ინტერპრეტაციაში პრეცედენტზე დამყარებას უფრო დიდი სტაბილორობა შეაქვს სასამართლო პრაქტიკაში ვიდრე სასამართლოს მარეგულირებელ კანონმდებლობასო

 

პრაგმატიზმი - პრაგმატიზმი როგორც ინტერპრეტაციის მეთოდი უარყოფს ფორმალიზმის ინტერპრეტაციაში და მხარს უჭერს შინაარსს. იგი ემყარება როგორც ტექსტსა და კონტექსტს ისე ინტერპრეტატორის ცხოვრებისეულ გამოცდილებას. ტექსტუალიზმისა და ორიგინალიზმისგან განსხვავებით, რომლებიც, უპირველეს ყოვლისა, ფოკუსირებულნი არიან ადამიანთა გარკვეული ჯგუფების მიერ კონსტიტუციის სიტყვების გაგებაზე, პრაგმატული მიდგომა მნიშვნელობას ანიჭებს კონსტიტუციის ინტერპრეტაციის შესაძლო პრაქტიკულ შედეგებს. პრაგმატისტული მიდგომა ხშირად ერთმანეთს ადარებს სხვადასხვა ინტერპრეტაციებს. პრაგმატიზმის ერთი ნაირსახეობა ითვლის/ანგარიშობს ინტერპრეტაციის სამომავლო ხარჯებსა და სარგებლს, რომელიც მიადგება საზოგადოებასა თუ ხელისუფლების შტოებს.