გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სამეცნიერო კვლევით საკითხეში.
2008 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი;
2011 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი ბალტიის საერთაშორისო აკადემიიდან (ლატვია);
2015 წელს მიიღო ეკონომიკის დოქტორის წოდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, რისთვისაც განახორციელა კვლევითი ვიზიტები და სტაჟირებები შემდეგ უნივერსიტეტებში: პეტერბურგის ევროპული უნივერსიტეტი (რუსეთი), პასსაუს უნივერსიტეტი (გერმანია), სახელმწიფო მართვისა და ფინანსების ინსტიტუტი (ინდოეთი), ტარტუს უნივერსიტეტი (ესტონეთი), ბრემენის უნივერსიტეტი (გერმანია), ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი (აშშ).
2012 წლის დეკემბრიდან - International Alert-ის (დიდი ბრიტანეთი) უფროსი ექსპერტი ეკონომისტი საქართველოში
2012 წლის ოქტომბერი - 2013 წლის დეკემბერი - ექსპერტ-ანალიტიკოსი „კავკასიის სოციალურ და ეკონომიკურ კვლევით ინსტიტუტში“
2013 სექტემბრიდან - 2016 წლის აპრილამდე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნვიერსიტეტის რექტორის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში
2014 წლის დეკემბრიდან - თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი
2014 წლის ივნისიდან - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს წევრი
2014 წლის მარტიდან - 2016 წლის თებერვლამდე, მოწვეული ლექტორი თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე
2015 წლის დეკემბრიდან - ჰარვარის ბიზეს სკოლის სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის აფილირებული ლექტორი;
2016 წლის თებერვლიდან - მოწვეული პროფესორი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში
2016 წლის თებერვლიდან - ასოცირებული პროფესორი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში
2016 აგვისტოდან - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
2016 წლის სექტემბრიდან - ყოველდღიური ბიზნეს გადაცემის - „ბიზნეს კოდის“ წამყვანი
მონაწილეობა მიუღია 50-ზე მეტ ქვეყანაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციებსა და ფორუმებში. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა გრანტის, ევროკომისიის პროექტების, სხვადასხვა სახელმწიფოებისა და ათეულობით ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების გამარჯვებული და სტიპენდიანტი.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI