უნივერსიტეტი განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობა იმ სტუდენტთა პრობლემებს, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით შეზღუდულნი არიან მოქმედებაში. უნივერსიტეტი ყველაფერს აკეთებს, რომ გაუადვილოს მათ უნივერსიტეტის საერთო ცხოვრებაში ინტეგრირება, დაეხმაროს პრობლემების მოგვარებაში. თუ თქვენთვის რთულია ყოველ დღე უნივერსიტეტში მოსვლა, შეგიძლიათ ისარგებლოთ დისტანციური სწავლების ფორმით. ამისათვის გამოიყენეთ ელექტრონული პორტალი მუდლე და ზედმეტი დატვირთვის გარეშე, უნივერსიტეტში მოუსვლელად, მიიღეთ დავალებები, მოამზადეთ და პასუხები გაგზავნეთ შესაბამის ლექტორთან. თუ გამოცდებზეც ვერ შეძლებთ მოსვლას, გამონაკლის შემთხვევებში, საგამოცდო კომისია შინ გესტუმრებათ.
