როგორ შეიძლება მოირგო უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა

რას გულისხმობს უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა?
- აბიტურიენტს, რომელიც პირველ ან მეორე პრიორიტეტად აირჩევს 033-ს და მოხვდება ათეულში, ერთიანი ეროვნული გამოცდების სკალირებული ქულის მიხედვით, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სწავლის საფასურს სრულად დაუფინანსებს.
- აბიტურიენტი, რომელიც Gruni-ს პროგრამებს პირველ პრიორიტეტად აირჩევს, ისარგებლებს 15%-იანი შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსებით (ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები) საგანმანათლებლო პროგრამის გარდა).
- თუ ხარ ცხინვალის რეგიონიდან ან აფხაზეთიდან დევნილი და Gruni-ს პირველ პრიორიტეტად აირჩევ, ისარგებლებ 15%-იანი შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსებით (ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები) საგანმანათლებლო პროგრამის გარდა).
- თუ ხარ ოქროს ან ვერცხლის მედალოსანი აბიტურიენტი და Gruni-ს პირველ პრიორიტეტად აირჩევ, ისარგებლებ 20%-იანი შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსებით (ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები) საგანმანათლებლო პროგრამის გარდა).

აბიტურიენტი, რომელიც დარეგისტრირდება Teen Academy-ში და პირველ პრიორიტეტად მონიშნავს 033-ს, მიიღებს დამატებით შანსს ისწავლოს სრული დაფინანსებით Gruni-ში ან ისარგებლოს 70% 50% 30% და 20%-იანი ფასდაკლების ვაუჩერით.

|
პროგრამა |
წლიური სწავლის საფასური |
ერთი კრედიტის საფასური |
|
დიპლომირებული სტომატოლოგი |
5520 |
92 |
|
დიპლომირებული მედიკოსი (ინგლისურენოვანი) |
8100 ₾ |
135 ₾ |
|
საექთნო საქმე (ინგლისურენოვანი) |
5040 |
84 |
|
სამართალი |
4740 ₾ |
79 ₾ |
|
საჯარო მმართველობა და პოლიტიკა |
4500 ₾ |
75 ₾ |
|
ბიზნესის ადმინისტრირება (მარკეტინგი) |
4500 ₾ |
75 ₾ |
|
ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი) |
3500 ₾ |
58.33 ₾ |
|
ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები) |
2400 ₾ |
40 ₾ |
|
ტურიზმი |
3240 ₾ |
54 ₾ |
|
ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია |
3900 ₾ |
65 ₾ |
|
ფსიქოლოგია |
3900 ₾ |
65 ₾ |
|
ტურიზმი (ბათუმი) |
3300 ₾ |
55 ₾ |
|
სამართალი (ბათუმი) |
3300 ₾ |
55 ₾ |
|
საჯარო მმართველობა და პოლიტიკა (ბათუმი) |
3300 ₾ |
55 ₾ |
|
ხელოვნური ინტელექტი და პროგრამირება ბიზნესში (ინგლისურენოვანი) |
4800 ₾ |
80 ₾ |
|
ხელოვნური ინტელექტი და პროგრამირება ბიზნესში (ქართულენოვანი) |
4140 ₾ |
69 ₾ |

- ერთობლივი პროგრამების ფარგლებში უცხოეთში შენ სწავლას დააფინანსებს უნივერსიტეტი
- კრედიტების დაგროვების მიზნით უცხოეთის პარტნიორ უნივერსიტეტებში შენ სწავლას, ასევე, დააფინანსებს უნივერსიტეტი მთლიანად ან ნაწილობრივ

- თუ Gruni-ში სწავლობს ოჯახის ერთზე მეტი წევრი, თითოეულს სწავლის საფასური 10%-ით შეუმცირდება.
სწავლის მთლიანი გადასახადის მინიმალური ოდენობა, ფინანსური შეღავათების შემდეგ, არ უნდა შეადგენდეს 2250 ლარზე ნაკლებს.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა