როგორ ვსწავლობთ?

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


როგორ ვსწავლობთ?

გრუნი ყოველთვის გამოირჩეოდა უნიკალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. 2022 წლის დეკემბერს სტუდენტებს გადაეცათ სრულიად განსხვავებულ კონცეპტუალურ საფუძველზე შექმნილი ახალი საუნივერსიტეტო სასწავლო-კვლევითი და კლინიკური ცენტრი, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სასწავლო აუდიტორიებს, კვლევით ლაბორატორიულ სივრცეს, საფანტომო-სიმულაციურ ბლოკს და საკუთრივ სტომატოლოგიურ კლინიკას „გრუნივერსი“.

 

ცენტრში სწავლა-სწავლების მეთოდოლოგია ეფუძნება პრაქტიკაზე ორიენტირებულ კომპლექსურ მიდგომას, კერძოდ: პირველ ეტაპზე, სტუდენტები, საფანტომო-სიმულაციურ სწავლებას გადიან ცალკეულ ფანტომზე - ეუფლებიან თერაპიული, ქირურგიული, ორთოდონტიული, ორთოპედიული, ენდოდონტიური მანიპულაციების განხორციელების ტექნიკას, შემდეგ კი სრულად ახდენენ მკურნალობის მოდელირებას თანამედროვე კლინიკურ სივრცეში, რეალურ პაციენტთან მაქსიმალურად მიახლოებული ფანტომების მეშვეობით. ამ ეტაპების გავლის შედეგად სტუდენტებს უყალიბდებათ ექიმი სტომატოლოგისთვის საჭირო უნარები, რომლის პრაქტიკაში გადატანას ახდენენ იქვე, სტომატოლოგიურ კლინიკაში, რეალური პაციენტის მკურნალობის დროს, ექიმი-ინსტრუქტორის ზედამხედველობით. აღსანიშნავია, რომ კლინიკა აღჭურვილია ყველა იმ უახლესი სამკურნალო-დიაგნოსტიკური ტექნიკით, რომელიც თანამედროვე სტომატოლოგიური მკურნალობის პრაქტიკაში არსებობს.