ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია

 

რა არის ჟუნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია?

 

ჟურნალისტიკა პროფესიაა, რომელიც გულისხმობს საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი  ინფორმაციის შეკრებას, დამუშავებას და გავრცელებას, გლობალური ინფორმაციული ნაკადის ობიექტურად და გასაგები ენით მიწოდებას მოსახლეობისათვის. ჟურნალისტიკას მეოთხე ხელისუფლებასაც უწოდებენ, რადგან მას უდიდესი გავლენა აქვს საზოგადოებაზე. ჟურნალისტს შეუძლია ადამიანებს ობიექტურად  დაანახოს  ესა თუ ის მოვლენა  და საკუთარი დასკვნების გაკეთების საშუალება მისცეს.  

მასობრივი კომუნიკაცია აერთიანებს ისეთ დარგებს, როგორიცაა - ჟურნალისტიკა, რეკლამა, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ფილმის გადაღება... ის გულისხმობს სხვადასხვა მედიაპლატფორმით, ამ შემთხვევაში, ჟურნალისტის მიერ მომზადებული ინფორმაციის გავრცელებას.

 

რატომ ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამა?

 

ჩვენ ინფორმაციული ტექნოლოგიების ხანაში ვცხოვრობთ, ამიტომ ინფორმაციის დროულად მიღება და დამუშავება ძალიან მნიშვნელოვანია - ადამიანები გადაწყვეტილებებს ინფორმაციის საფუძველზე იღებენ. ამდენად, ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია შრომით ბაზარზე მუდმივად აქტუალური სფეროა. პროგრამის ფარგლებში განვითარებული უნარები, როგორიცაა პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია, წერა და მეტყველება,  ნებისმიერ სამუშაო გარემოში გამოიყენება. რაც უფრო ფართოვდება საკომუნიკაციო საშუალებები - იზრდება მედიის სამუშაო შესაძლებლობები.  

 

რას გთავაზობთ პროგრამა?

 

ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ თავისუფლად შეძლებთ  დამოუკიდებელ ჟურნალისტურ საქმიანობას. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნით ბეჭდური, სამაუწყებლო და სოციალური მედიისთვის განკუთვნილ მასალას. აწარმოებთ სტუდიურ და გარე გადაღებების დაგეგმვას, ჩაწერას, მასალის შეკრებას, გაანალიზებას, მონტაჟს და გაშუქებას ეთიკური და სამართლებრივი პრინციპების გათვალისწინებით. პროგრამა უზრუნველყოფს  კვლევის, ინტერვიუს, მეტყველების და თხრობის  უნარების ფორმირებას, ფაქტების გადამოწმების ხერხების დაუფლებას, წყაროს მოძიებას და  ანალიტიკური აზროვნების უნარის განვითარებას. საშუალება გექნებათ, როგორც პრაქტიკულად ისე თეორიულად გაეცნოთ გაზეთის, ჟურნალის, რადიოს, ტელევიზიის, სოციალური მედიის მუშაობის სპეციფიკას. პროგრამის ფარგლებში,  ჩამოგიყალიბდებათ  კრიტიკულად აზროვნების, პრობლემებისა თუ კონფლიქტების გადაჭრის, გუნდის შექმნისა და საჯარო დისკუსიის უნარი. გაიაზრებთ  რა გავლენას ახდენს რადიო, ტელევიზია, გაზეთი, რეკლამა თუ სოციალური მედია  ზოგადკულტურული, პოლიტიკური და საზოგადოებრივი შეხედულებების ფორმირებაზე.

 

რატომ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი?

 

ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაციის პროგრამა პრინციპულად განსხვავდება საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამებისგან. აღსანიშნავია, რომ აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით გრუნის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის პროგრამას, გეგმიური ექსპერტული შეფასების შედეგად, მიენიჭა სრული აკრედიტაცია ყოველგვარი დათქმის გარეშე (რაც იშვიათია პრეცენდენტია). ის აგებულია საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე, უცხოელი პარტნიორების მონაწილეობით. პროგრამა მოიცავს, როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე მედიის თავისებურებების გაცნობას, თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების ეფექტურ სინთეზსს. აქ შეისწავლით კროსმედია „ნიუსრუმში“ მუშაობისა და მულტიმედია პლატფორმებზე ინფორმაციის განთავსების სპეციფიკას, უშუალო მონაწილეობას მიიღებთ წამყვან ტელეკომპანიებში გადაცემების მომზადების პროცესში, ცნობილი წამყვანების ხელმძღვანელობით. თქვენს სამსახურში იქნება ორი სატელევიზიო სტუდია, რადიოსტუდია და ე.წ.  „ნიუსრუმი“,  რომლებიც  აღჭურვილია უახლესი საეთერო,  სამონტაჟო და გადასაღები ტექნიკით. გრუნიში, ჯერ კიდევ 1998 წელს დაარსდა სატელევიზიო შემოქმედებითი სახელოსნო, რომლის ანალოგი დღემდე არ არის საქართველოში. აქ მომზადებულია 100-ზე მეტი გადაცემა, ფილმი, სიუჟეტი თუ სხვა ჟანრის პროდუქცია. ზოგიერთი მათგანი სხვადასხვა დონის ფესტივალის ლაურეატიც გახდა. შემოქმედებით სახელოსნოში სტუდენტები ეუფლებიან დამატებით პროფესიებს - ავტორ-ჟურნალისტი, ტელერეჟისორი, ავტორ-ოპერატორი, ჟურნალისტ-ანალიტიკოსი. რადიოსტუდია საშუალებას მოგცემთ პირდაპირ ეთერში წაიყვანოთ ანალიტიკური თუ საინფორმაციო გადაცემა (Fm 107.9), აიღოთ ინტერვიუ ცნობილი ადამიანებისგან. უნივერსიტეტში დაგხვდებათ ორიგინალური, თანამედროვე სტილის  ინფრასტრუქტურა - სასწავლო აუდიტორიები და დასასვენებელი სივრცეები; ბიბლიოთეკა, ელექტრონული ბაზების ჩათვლით, სადაც ხელმისაწვდომია ნებისმიერი წიგნი; მონაწილეობას მიიღებთ გაცვლით პროგრამებში და, რაც მთავარია, თითოეულ სასწავლო კურსს მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლების დახმარებით შეისწავლით, რომლებსაც, არამარტო მეცნიერული არამედ, მდიდარი  ჟურნალისტური გამოცდილება აქვთ. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის კურსდამთავრებულებს გზა ხსნილი აქვთ და  წარმატებით მუშაობენ საქართველოს ყველა წამყვან ტელეკომპანიებში, რადიოსა თუ ბეჭდურ მედიაში, კერძო და სამთავრობო/სახელმწიფო დაწესებულებების პრეს-ცენტრსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

 

სასწავლო გეგმა - მატრიცა