რა არის ფსიქოლოგია ?
ფსიქოლოგია არის ადამიანის ქცევისა და გონებრივი პროცესების მეცნიერული შესწავლა. ის მრავალმხრივი დისციპლინაა და მოიცავს ბევრ ქვედარგს, როგორიცაა ადამიანის განვითარება, ჯანმრთელობა, სოციალური ქცევა და შემეცნებითი პროცესები. ამ პროფესიის ადამიანები იკვლევენ კავშირებს ტვინის ფუნქციას, გარემოსა და ქცევას შორის. ფსიქოლოგს შეუძლია დაეხმაროს ადამიანებს გააუმჯობესონ გადაწყვეტილების მიღება, სტრესის და მომავლის მართვა წარსული ქცევის გაგების საფუძველზე. ყოველივე ეს მათ საშუალებას აძლევს ჰქონდეთ უფრო წარმატებული კარიერა, მეტი თავდაჯერებულობა და კომუნიკაცია.
რას გთავაზობთ პროგრამა ფსიქოლოგია ?
პროგრამის მიზანია მოამზადოს სპეციალისტები, რომლებსაც ექნებათ ფართო და თანამედროვე ცოდნა ფსიქოლოგიის ძირითადი მიმართულებების, მიმდინარეობებისა და კონცეფციების შესახებ. თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად, სტუდენტი შეძლებს ყველა იმ უნარის ჩამოყალიბებას, რომელიც საშუალებას მისცემს ცოდნა პრაქტიკულ საქმიანობაშიც გამოიყენოს. იმისათვის, რომ ფსიქოლოგია სიღრმისეულად შეისწავლოთ პრაქტიკას გაივლით ფსიქიატრიულ კლინიკაში, სკოლებში, საბავშვო ბაღებსა თუ სპეციალიზირებულ დაწესებულებებში - გაეცნობით ადამიანის ქცევის ფსიქოლოგიურ თავისებურებებს, გამოგიმუშავდებათ სხვადასხვა ადამიანებთან მუშაობისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, კრიტიკულ აზროვნება; შეისწავლით კვლევის მეთოდოლოგიას, ვერბალურ და წერილობით კომუნიკაციას, პრობლემის გადაჭრას. პროგრამა საშუალებას მოგცემთ, გაეცნოთ ფსიქოლოგიის სხვადასხვა ქვედარგებს.
რატომ უნდა გახდეთ ფსიქოლოგი?
ფსიქოლოგია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, საინტერესო და სასურველი პროფესიაა. მისი მიზანია არა მხოლოდ იმ პროცესების გაგება, რომლებიც ემყარება ადამიანის აზროვნებასა და ქცევას, არამედ ამ გაგების გამოყენება პრაქტიკული პრობლემების გადასაჭრელად. ფსიქოლოგიის პროგრამა უზრუნველყოფს თანამედროვე ცოდნის მიღებას ფსიქოლოგიის სხვადასხვა მიმართულებით, რაც პოტენციური დამსაქმებლისთვის შეიძლება მიმზიდველი აღმოჩნდეს. შესაბამისად, პროგრამის კურსდამთავრებულები შეძლებენ მუშაობის დაწყებას სკოლებში, სპეციალიზირებულ დაწესებულებებში, სარეკლამო და PR ინდუსტრიაში, ჯანდაცვისა და კონსალტინგის სფეროში. თუ თქვენთვის სასიამოვნოა ადამიანებთან ურთიერთობა და გაინტერესებთ მათი ქცევის თავისებურების შესწავლა, მაშინ ფსიქოლოგია თქვენთვის შესანიშნავი პროფესიაა.
რატომ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი?
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამა - ფსიქოლოგია გთავაზობთ სწავლების უახლეს ტექნოლოგიებს, პრაქტიკული კომპონენტისა და თეორიის უნიკალურ სიმბიოზს, მაღალკვალიფიციურ პროფესორ-მასწავლებელთა შემადგენლობას, რომელთა უმრავლესობა დღესაც ეწევა პრაქტიკულ საქმიანობას. უნივერსიტეტი აღჭურვილია უნივერსალური თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით, მატერიალური და ელექტრონული ბიბლიოთეკით, უცხოურ გამოცემათა ბაზებით. თქვენ შეძლებთ, მონაწილეობა მიიღოთ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში და ფსიქოლოგია შეისწავლოთ საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების მაგალითზე, ეს კი დაგეხმარებათ მარტივად დაიმკვიდროთ თავი საერთაშორისო და ადგილობრივ შრომის ბაზარზე.
სასწავლო გეგმა - მატრიცა