რა არის ტურიზმი?
ტურიზმი ბიზნესის სფეროს წარმოადგენს. ეს არის მოგზაურობის აქტი, რომლის ფარგლებშიც ადამიანები ჩვეული გარემოდან გადაადგილდებიან სხვა გეოგრაფიულ სივრცეში დასასვენებლად, საქმიანი ან სხვა მიზნებისთვის, არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში. ტურიზმი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსოფლიოს მრავალი ეკონომიკისათვის, რადგან ზრდის ქვეყნის შემოსავალს, ქმნის ათასობით სამუშაო ადგილს და ხელს უწყობს კულტურათა შორის დიალოგს. ეს ბიზნესი მოიცავს სასტუმროებს, კურორტებს და ყველა იმ ობიექტს, რომელიც დასვენებისა და მოგზაურობისთვის აუცილებელი ატრიბუტია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ტურიზმი ითვალისწინებს მომსახურების პროდუქტების მიწოდებას ადამიანის კულტურული და სულიერი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ეს არის გლობალური ინდუსტრია, რომელიც მუდმივად ვითარდება და დიდ როლს თამაშობს საზოგადოების სოციალურ-კულტურულ განვითარებაში.
რატომ არის ტურიზმი მნიშვნელოვანი და რა გავლენა აქვს ეკონომიკაზე?
21-ე საუკუნის დასაწყისისთვის საერთაშორისო ტურიზმმა განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ქვეყნების ეკონომიკის განვითარებაში. ეს ბიზნესი დასაქმებისა და სავალუტო შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა სახელმწიფოსთვის. ტურისტული ბიზნესით შექმნილი სამუშაო ადგილები არა მხოლოდ ტურიზმის ნაწილია, არამედ შეიძლება მოიცავდეს სოფლის მეურნეობის, კომუნიკაციის, ჯანდაცვის, განათლების, ვაჭრობისა და სხვა საზოგადოებრივ-ეკონომიკურ სექტორებს. ტურიზმი ფართო შესაძლებლობას უქმნის უცხოელებს გაეცნონ ახალ კულტურას, ხოლო ადგილობრივ მოქალაქეებს - მიიღონ შემოსავალი გაწეული მომსახურებით. ის საშუალებას აძლევს მეწარმეებს შექმნან ახალი პროდუქტები და სერვისები, რაც, თავის მხრივ, ბიზნესის სხვადასხვა სფეროს განვითარებას ნიშნავს.
რას გთავაზობთ ტურიზმის პროგრამა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში?
გრუნის ტურიზმის პროგრამით თქვენ შეისწავლით ტურისტული ბიზნესის ორგანიზებისა და მართვის სისტემებს, დაეუფლებით ტურისტული მარშრუტების ფორმირების მეთოდებს, მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტების შეთავაზების ტექნოლოგიებს - აიმაღლებთ მარკეტინგულ კომპეტენციას. სწავლის მნიშვნელოვანი ნაწილია ინდივიდუალური და გუნდური პროექტების განხორციელება, რაც თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად, პრაქტიკული უნარებს გამოგიმუშვებთ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პროგრამის პრაქტიკული კომპონენტი, რომელიც გულისხმობს სასწავლო ტურების ორგანიზებას საქართველოს ტურისტულ ადგილებში; შეისწავლით ეკონომიკის პრინციპებს, ფინანსურ აღრიცხვას, ბიზნესის, მენეჯმენტის და მარკეტინგის საფუძვლებს - ტურიზმის სხვადასხვა მიმართულებებს, როგორიცაა ექსკურსიათმცოდნეობა, ტუროპერატორობა ეკოლოგიური, კულტურული და სათავგადასავლო ტურიზმი და ა.შ. პროგრამა აკადემიური თავისუფლების პრინციპებზეა აგებული და, ძირითადთან ერთად, გთავაზობთ არჩევითი სასწავლო კურსების ფართო სპექტრს, მათ შორის, ბიზნესინგლისურსა და ჩინურ ენას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თქვენ კარიერულ წინსვლას.
რატომ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი?
რას გთავაზობთ გრუნი? უპირველესად, უცხოელ პარტნიორებთან შეჯერებულ აკადემიურ პროგრამას ანუ საერთაშორისო სტანდარტის სასწავლო კურსებს, რომლებიც ორიენტირებულნი არიან შეგიქმნან ზოგადი თეორიული ბაზისი და ჩამოგიყალიბონ ბაზარზე სწრაფი ადაპტაციის უნარი ე.ი. შეძლოთ დასაქმება და პრაქტიკული საქმიანობის დაუბრკოლებელი წარმართვა (აღსანიშნავია, რომ ბაზრის კვლევის მონაცემებით, საშუალოდ, ტურიზმის პროგრამის კურსდამთავრებულთა 89-94 პროცენტი დასაქმებულია). არსებითად მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის განხორციელებას ემსახურებიან მაღალი კლასის პროფესორ-მასწავლებლები, რომლებსაც, გარდა სამეცნიერო კვალიფიკაციისა, მდიდარი პრაქტიკული გამოცდილება აქვთ, ხოლო უნივერსიტეტის კამპუსი, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა ადგილას არის განთავსებული, შეგიქმნით კომფორტულ პირობებს სწავლის, დასვენების, გართობისა და სპორტული აქტივობისთვის; თქვენთვის ხელმისაწვდომი იქნება ბიბლიოთეკა, საერთაშორისო მონაცემთა ბაზებით, იმოგზაურებთ საქართველოს ტურისტულ ადგილებში, პრაქტიკულად შეისწავლით მნიშვნელოვან მარშრუტებს. მონაწილეობას მიიღებთ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში, გაეცნობით მსოფლიო კულტურას და ითანამშრომლებთ მოქმედ ტურისტულ ორგანიზაციებთან.
სასწავლო გეგმა - მატრიცა