სამართალი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სამართალი

 

რა არის სამართალი?

 

სამართალი არის დისციპლინა, რომელიც სწავლობს სამართალს, როგორც საზოგადოებრივი ურთიერთობის მოწესრიგების სისტემას - ადამიანთა უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელი და  მათი ქცევის  წესების ერთობლიობას. სამართლისთვის დამახასიათებელია ნორმატიულობა, ფორომალური განსაზღვრულობა, სისტემურობა და მათი შესრულება, რომელიც  უზრუნველყოფილია სახელმწიფოს მიერ.

სამართალი ეხება ადამიანის ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს - ბიზნესს, ეკონომიკას, პოლიტიკას, გარემოს, ადამიანის უფლებებს, საერთაშორისო ურთიერთობებს, ვაჭრობას და ა.შ. ამ პროფესიის ადამიანებისთვის სპეციალიზაციის მრავალი მიმართულება არსებობს. მაგალითად, ადვოკატები სპეციალიზირდებიან ისეთ დარგებში, როგორიცაა სისხლის, სამოქალაქო, შრომის, საოჯახო  ან კორპორატიული სამართალი.

 

რატომ უნდა გახდეთ სამართლის სპეციალისტი?

 

სამართლის აკადემიური ხარისხი საშუალებას მოგცემთ შექმნათ წარმატებული კარიერა, როგორც  ადვოკატმა, მოსამართლემ, დეტექტივმა, ნოტარიუსმა და ა.შ თქვენ შეგიძლიათ იყოთ ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი, ვინც იცავს სიმართლეს და სარგებელი მოაქვს თანამედროვე საზოგადოებისთვის. სამართალი ამ საქმის პროფესიონალებს სხვადასხვა შესაძლებლობებს სთავაზობს კარიერის მანძილზე. იურისტებს შეუძლიათ  საკუთარი ადგილი იპოვონ იურიდიულ ფირმებში, სამთავრობო უწყებებში, კომპანიებში, ორგანიზაციებში, სადაც მოითხოვება იურიდიულ მომსახურება. გარკვეული დონის გამოცდილების, აღიარებისა და კარიერაში წარმატების მიღების შემდეგ, იურისტებს შეუძლიათ გახდნენ დამოუკიდებელი პრაქტიკოსები და შექმნან საკუთარი იურიდიული ფირმები, აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ კარიერაზე და მნიშვნელოვნად გაზარდონ შემოსავალი. მსოფლიოში ცნობილი თითქმის ყველა სახელმწიფო თუ პოლიტიკური მოღვაწე იურიდიული განათლების მქონეა.

 

რას გთავაზობთ პროგრამა სამართალი?

 

გრუნი ორიენტირებულია იურისტთა ახალი თაობის აღზრდაზე, სამართლებრივი მსოფლმხედველობითა და სახელმწიფოებრივი აზროვნებით. ისე, როგორც სხვა აკადემიური პროგრამები, სამართლის პროგრამა შეიცავს სავალდებულო და არჩევით სასწავლო კურსებს, ისეთ დისციპლინებს, რომლებიც ექსკლუზიურად სწორედ გრუნის სამართლის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. სწავლება მიმდინარეობს ლექციების, სემინარების, ჯგუფური მუშაობის, პრეზენტაციების, დებატებისა და იმიტაციური სასამართლო პროცესების, რეალური პრაქტიკის  გამოყენებით, რაც ხელს უწყობს ისეთი პროფესიული უნარების ფორმირებას, როგორიცაა კვლევა და ანალიზი, საჯარო გამოსვლები და არგუმენტების ფორმირება და სხვ.

პროგრამა ითვალისწინებს, აგრეთვე, საერთაშორისო გაცვლით პროგრამებს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, რაც ბევრმა სტუდენტმა უკვე გამოიყენა კიდეც. ასე რომ, სწავლის დასრულების შემდეგ გექნებათ თანამედროვე იურიდიული განათლება, პრაქტიკული გამოცდილება, რომელსაც თბილისისა და ბათუმის სასამართლოებში მიიღებთ,  ჩამოგიყალიბდებათ  დახვეწილი პროფესიული ლექსიკა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

 

რატომ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი?

 

სამართლის პროგრამა, გრუნიში, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ფუნქციონირებს. ამ პროგრამამ იმთავითვე მოიპოვა მაღალი ავტორიტეტი პროფესიონალთა გუნდისა და უნიკალური მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით.  ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება. აქ ასწავლიან ცნობილი მეცნიერები  და  პრაქტიკოსი იურისტები, რომელთა წიგნებითაც სწავლობენ სხვადასხვა უნივერსიტეტებში, ხოლო  კრიმინალისტიკის ლაბორატორიული ცენტრი, რომლის ანალოგი დღესაც არ არის საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში, აღჭურვილია უახლესი ტექნიკით, მათ შორის, FBI-ის აპარატურით. აქ სწავლებას გადიან სხვა  უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებიც. გარდა სწავლებისა, ცენტრი ღებულობს დაკვეთებს სასამართლოებიდან სხვადასხვა სახის ექსპერტიზის ჩატარებაზე, რაშიც სტუდენტებიც იღებენ მონაწილეობას.

სამართლის სკოლას მრავალმხრივი ურთიერთობა აქვს მსოფლიოს ცნობილ უნივერსიტეტებთან, რაშიც დიდ დახმარებას უწევს იურისტთა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია ELFA (რომლის წევრიცა არის გრუნი). სტუდენტებს საშუალება აქვთ სასწავლო-შემოქმედებითი აქტივობა განახორციელონ არასტანდარტულ, აუდიო-ვიზუალური ტექნიკით აღჭურვილ, ფუნქციურად დიფერენცირებულ აუდიტორიებში, რეკრიაციული სივრცე კი სრული რელაქსაციის საშუალებას იძლევა.

ყველაზე დიდი არგუმენტი, რატომ უნდა ისწავლოთ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, არის ამ სკოლის კურსდამთავრებულთა დასაქმების არეალი საპასუხისმგებლო პოზიციებზე - პროკურატურა, საგამოძიებო ორგანოები, სასამართლო, მათ შორის, თბილისის სასამართლოს თავმჯდომარე, სამინისტროები, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა, კერძო კომპანიები და ა.შ.

 

სასწავლო გეგმა - მატრიცა