ციტირების ინდექსი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ციტირების ინდექსი

 

ხშირად ავტორები დიდ დროს ხარჯავენ სამეცნიერო ნაშრომების შექმნაზე, ეძებენ შესაბამის აკადემიურ ჟურნალებს, რომლებშიც მიზანშეწონილი იქნება მათი გამოქვეყნება და კუმუნიკაციას ამყარებენ სარედაქციო საბჭოსთან, რათა მათი სტატიები შესაბამისობაში მოვიდეს სამიზნე ჟურნალის დირექტივებსა და სტანდარტებთან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ავტორები უზარმაზარ დროს უთომებენ მენეჯერულ პროცესებს ნაშრომების გასაჯაროებლად. თუმცა, ავტორები ხშირად ჩიხში ექცევიან, როდესაც სტატიების მაღალი სტანდარტის მქონე, რეცენზირებად ჟურნალში გამოქვეყნების მიუხედავად, მათი ციტირების ინდექსი რჩება დაბალი. თავის მხრივ, ციტირების ინდექსის გაუმჯობესება კომპლექსური პროცესია და მოითხოვს ინდექსირების სისტემების მუშაობის პრინციპის ცოდნას, რათა ნაშრომის გამოსაქვეყნებლად ჟურნალის შერჩევის პროცესში მოხდეს ყველა საჭირო ტექნიკური დეტალის გათვალისწინება.

 

ზოგადად, ციტირების ინდექსი არის ამა თუ იმ სამეცნიერო ნაშრომის გამოყენების ინტენსივობის საზომი სხვა ავტორების ნაშრომებში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის ბიბლიოგრაფიის ინდექსი. კარგი ამბავი არის ის, რომ ავტორებს შეუძლიათ საკუთარი ციტირების ინდექსის გაუმჯობესებაზე ზრუნვა, მაგრამ გასათვალისწინებელია შემდეგი საკითხები:

 

 

ინდექსირებულია თუ არა ჟურნალი სხვადასხვა ინდექსირების სისტემებში?

 

არსებობს სხვადასხვა ინსტიტუტების მიერ შექმნილი ციტირების ინდექსირების სისტემები, მაგრამ მხოლოდ მათი ნაწილია კარგად ცნობილი აკადემიურ საზოგადოებაში, მაგალითად:

 

იმ შემთხვევაში თუ ავტორს სურს, რომ მისი ნაშრომის ციტირება მოხდეს საერთაშორისო დონეზე, მან უნდა უზრუნველყოს, რომ მის მიერ შერჩეული ჟურნალი გამოქვეყნებული იყოს ზემოხსენებულ ინდექსირების სისტემებში.

 

 

როგორია ჟურნალის ოპერირების პოლიტიკა - გამოწერებზე დაფუძნებული თუ ღია წვდომის?

 

ინდექსირების სისტემებში ჟურნალის შემოწმებასთან ერთად, ავტორებმა უნდა გაითვალისწინონ ჟურნალის გამოცემის პოლიტიკა. ზოგადად, ჟურნალები იყოფიან ორ კატეგორიად ესენია გამოწერებზე დაფუძნებული და ღია წვდომის. გამოწერებზე დაფუძნებული ჟურნალები ონლაინ ხელმისაწვდომია შეზღუდული ფორმით. შესაბამისად, ავტორებს მასზე წვდომა აქვთ მხოლოდ შესაბამისი თანხის გადახდის შემდგომ.

 

გამოწერებზე დაფუძნებულ ჟურნალებს აქვთ თავიანთი დადებითი და უარყოფითი მხარეები. დადებითი მხარე არის ის, რომ მსგავსი ტიპის ჟურნალები მუშაობენ მაღალი აკადემიური სტანდარტებით, არიან რეცენზირებადი და ნაშრომის გამოქვეყნება ავტორებისთვის არის უფასო. თუმცა, უარყოფითი მხარე არის ის, რომ აღნიშნულ ჟურნალებს დიდი რაოდენობის მკითხველი არ ჰყავს. მეორე მხრივ, საძიებო სისტემებს დახურულ ბაზებზე არ აქვთ წვდომა, რაც უარყოფითად აისახება ამა თუ იმ ავტორის ციტირების ინდექსზე.

 

გამოწერებზე დაფუძნებული ჟურნალებისგან განსხვავებით, ღია წვდომის ჟურნალები მკითხველებს სტატიებზე თავისუფალ წვდომას სთავაზობენ. აღნიშნული სისტემის დადებითი მხარე არის ის, რომ ჰყავთ ბევრი მკითხველი. ამასთან ერთად, საძიებო სისტემებს მათ ვებ-გვერდებზე აქვთ თავისუფალი წვომა, რაც სრულფასოვანი ინფორმაციის თავმოყრის საშუალებას იძლევა და დადებითად აისახება ციტირების მაჩვენებლებზე. თუმცა, ღია წვდომის ჟურნალებში სტატიების გამოქვეყნება ფასიანია ავტორებისთვის, რისი ღირებულებაც რამდენიმე ასეული დოლარიდან იწყება და ათასობით დოლარაზე ადის. თუმცა, არსებობს გამონაკლისები, როდესაც ღია წვდომის პოლიტიკის მქონე ჟურნალი ავტორებს არ ახდევინებს თანხას ნაშრომის გამოქვეყნების სანაცვლოდ, თუმცა მსგავსი შემთხვევები, როგორც უკვე აღინიშნა, საკმაოდ იშვიათია.