2014 წელი - საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მენეჯმენტისა და მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამებს მიენიჭათ აკრედიტაცია.
2014 წელი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნვიერსიტეტსა და საერთაშორისო ორგანიზაცია აისეკ საქართველოს შორის დადებული პარტნიორული ხელშეკრულების ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტებმა სტაჟირება გაიარეს იტალიაში, პოლონეთში, ჩეხეთში და ბულგარეთში.
2014 წელი - ევრაზიის II მულტიდისციპლინარული ფორუმი ჩატარდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნვიერსიტეტში. ორგანიზატორები იყვნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტი (მაკედონია) და აზორეს უნივერსიტეტი (პორტუგალია). ფორუმში მონაწილება მიოღეს მეცნიერებმა 20 ქვეყნიდან. ფორუმზე წარმოდგენილი მოხსენებები გამოიცა ორ ტომად ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტის მიერ. http://emforum.eu/index.php/ct-menu-item-11
2014 წელი - დაიდო ხელშეკრულება საფრანგეთის ადმინისტრირების ეროვნულ სკოლასთან (ENA), რომელიცითვალისწინებს სორბონ-პარი1-თან მასტერ 2-ის პროგრამის განხორცილებას.
2014 წელი - ბუდაპეშტის ბიზნესის საერთაშორისო სკოლასთან (უნგრეთი) დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებმა ერთწლიანი კურსი გაიარეს აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელში.
2014 წელი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო სატელევიზიო პუბლიცისტური გადაცემებისა და დოკუმენტური ტელეფილმების სტუდენტური VI საერთაშორისო ფესტივალი „კენტავრი”.
2014 წელი - უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტთა უნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: თანამედროვე ბიოტექნოლოგიები მედიცინაში.
2014 წელი - უნივერსიტეტში ჩატარდა მრგვალი მაგიდა - “ახალი გამოწვევები და კავკასიის უსაფრთხოების პრობლემები“.
2014 წელი - ჰაიდენჰაიმის უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებმა სწავლების ოთხთვიანი კურსი გაიარეს აღნიშნულ უნივერსიტეტში.
2014 წელი - ნანტის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, სამართლის სკოლის სტუდენტებმა სწავლების ერთსემესტრიანი კურსი გაიარეს აღნიშნულ უნივერსიტეტში.
2014 წელი - უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოსა და ევროპის უნივერსიტეტების სტუდენტები.
2014-2017 წლები - განხორციელდა პროექტი მოგზაურობა ევროპაში 300 წლის შემდეგ სულხან-საბა ორბელიანის ნაკვალევზე.
2015 წელი - ერაზმუს მუნდუსის პროგრამის EMINENCE და EMINENCE II პროექტების ფარგლებში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტიდან კონკურსის შედეგად შეირჩა 4 სტუდენტი და 1 პოსტ-დოქტორანტი. გარდა ამისა შეირჩა უნიევრისტეტის მიერ წარდგენილი აპლიკანტები მეორე და მესამე მიზნობრივი ჯგუფებიდან.
2015 წელი - ბუდაპეშტის ბიზნესის საერთაშორისო სკოლასთან (უნგრეთი) დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებმა ერთწლიანი კურსი გაიარეს აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელში.
2015 წელი - ევრაზიის ფორუმი სამართალსა და ეკონომიკაში ჩატარდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნვიერსიტეტში. ორგანიზატორები იყვნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტი (მაკედონია) და აზორეს უნივერსიტეტი (პორტუგალია). ფორუმში მონაწილება მიოღეს მეცნიერებმა 12 ქვეყნიდან. http://efle.net/
2015 წელი - საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სამაგასტრო, ინგლისურენოვან ერთობლივ პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია. პროგრამა ხორციელდება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და ადმინისტრირების ეროვნული სკოლას (ENA) შორის 2014 წელს დადებული მემორანდუმის საფუძველზე.
2015 წელი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნვიერსიტეტსა და საერთაშორისო ორგანიზაცია აისეკ საქართველოს შორის დადებული პარტნიორული ხელშეკრულების ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტებმა სტაჟირება გაიარეს იტალიაში, პოლონეთში, ლიტვაში.
2015 წელი - ჰაიდენჰაიმის უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებმა სწავლების ოთხთვიანი კურსი გაიარეს აღნიშნულ უნივერსიტეტში.
2015 წელი - ნანტის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, სამართლის სკოლის სტუდენტებმა სწავლების ერთსემესტრიანი კურსი გაიარეს აღნიშნულ უნივერსიტეტში.
2015 წელი - გაფორმდა მემორანდული მაქს-პლანკის ინსტიტუტთან (გერმანია). მემორანდუმი ითვალისწინებს სტუდენტთა სამეცნიერო მივლინებას, ერთობლივი სემინარებისა და ვორკ-შოფების ჩატარებას.
2015 წელი - დაიდო ხელშეკრულება პოტსდამის უნივერსიტეტთან (გერმანია), რაც ითვალისწინებს "საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის" ქათულ-გერმანული ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის განხორციელებას.
2015 წელი - დაიდო ხელშეკრულება ნიკოლას კოპერნიკუსის სახელობის უნივერსიტეტთან (პოლონეთი), რაც ითვალისწინებს სტუდენტთა გაგზავნას ჟურნალისტიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა პროგრამებზე ერთი სემესტრით.
2015 წელი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი გახდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საჯარო ადმინისტრირების სკოლებისა და ინსტიტუტების ქსელის (NISPAcee) წევრი, რომელიც ხელს უწყობს ერთობლივი კვლევითი, საგანმანათლებლო და სასწავლო პროგრამების განხორციელებას.
2015 წელი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო სატელევიზიო პუბლიცისტური გადაცემებისა და დოკუმენტური ტელეფილმების სტუდენტური VII საერთაშორისო ფესტივალი „კენტავრი”.
2015 წელი - დაიდო ხელშეკრულება რიგის ტექნიკური უნივერსიტეტის რიგის ბიზნესის სკოლასთან (ლატვია), რომელიც ითვალისწინებს ბიზნესისა და მართვის სკოლის მაღალი რეიტინგის მქონე სტუდენტების გაგზავნას აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელში ერთი სემესტრით. სწავლების პროცესი ფინანსდება ლატვიის სტუდენტთა შერჩევისა და მხარდაჭერის ცენტრის მიერ. 2015 წლის აგვისტოდან ბიზნესისა და მართვის სკოლის 1 სტუდენტი აგრძელებს სწავლას აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელში 1 სემესტრით.
2015 წელი - ქართულ-გერმანულმა ერთობლივმა სამაგისტრო პროგრამამ “საჯარო მმართველობა და პოლიტიკა“ წარმატებით გაიარა აკრედიტაცია. პროგრამა შედგენილია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და პოტსდამის უნივერსიტეტის მიერ.
2015 წელი - უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტთა უნივერსტეტთაშორისი სამეცნიერო კონფერენცია.
2015 წელი - უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოსა და ევროპის უნივერსიტეტების სტუდენტები.
2015 წელი - უნივერსიტეტმა გაიმარჯვა ევროკავშირის პროგრამის ერაზმუს+ (Erasmus+) პროექტში. პროექტის პარგლებში უნივერსიტეტის პარტნიორია ლაზარსკის უნივერსიტეტი (პოლონეთი).
2015 წელი - უნივერსიტეტმა გაიმარჯვა ევროკავშირის პროგრამის ერაზმუს+ (Erasmus+) პროექტში მობილობა+ (Mobility+). პროექტის პარგლებში უნივერსიტეტის პარტნიორია პორტოს უნივერსიტეტი (პორტუგალია).
2015 წელი - ევრაზიის III მულტიდისციპლინარული ფორუმი ჩატარდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნვიერსიტეტში. ორგანიზატორები იყვნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი და ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტი (მაკედონია). ფორუმში მონაწილება მიოღეს მეცნიერებმა 17 ქვეყნიდან. ფორუმზე წარმოდგენილი მოხსენებები გამოიცა ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტის მიერ.
http://eujournal.org/files/journals/1/books/3rdEMF.2015.pdf
2016 წელი - უნივერსიტეტმა გაიმარჯვა ევროკავშირის პროგრამის ერაზმუს+ (Erasmus+) პროექტში. პროექტის პარგლებში უნივერსიტეტის პარტნიორია ლაზარსკის უნივერსიტეტი (პოლონეთი).
2016 წელი - უნივერსიტეტმა გაიმარჯვა ევროკავშირის პროგრამის ერაზმუს+ (Erasmus+) პროექტში მობილობა+2 (Mobility+2). პროექტის პარგლებში უნივერსიტეტის პარტნიორია პორტოს უნივერსიტეტი (პორტუგალია).
2016 წელი - ერაზმუს მუნდუსის პროგრამის EMINENCE II პროექტების ფარგლებში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტიდან კონკურსის შედეგად შეირჩა 3 სტუდენტი.
2016 წელი - უნივერსიტეტმა გაიმარჯვა ევროკავშირის პროგრამის ერაზმუს+ (Erasmus+) პროექტში. პროექტის პარგლებში უნივერსიტეტის პარტნიორია იან კოხანოვსკის სახელობის უნივერსიტეტი (პოლონეთი).
2016 წელი - უნივერსიტეტმა გაიმარჯვა ევროკავშირის პროგრამის ერაზმუს+ (Erasmus+) პროექტში. პროექტის პარგლებში უნივერსიტეტის პარტნიორია შჩეცინის უნივერსიტეტი (პოლონეთი).
2016 წელი - ჰაიდენჰაიმის უნივერსიტეტთან (გერმანია) დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებმა სწავლების ოთხთვიანი კურსი გაიარეს აღნიშნულ უნივერსიტეტში.
2016 წელი - ნანტის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (საფრანგეთი) დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, სამართლის სკოლის სტუდენტებმა სწავლების ერთსემესტრიანი კურსი გაიარეს აღნიშნულ უნივერსიტეტში.
2016 წელი - უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოსა და ევროპის უნივერსიტეტების სტუდენტები.
2016 წელი - დაიდო მემორანდუმი პან-ევროპულ უნივერსიტეტთან (ბრატისლავა, სლოვაკეთი), რაც ითვალისინებს სტუდენთა და პროფესორ-მასწავლებელთა მობილობასა და ერთობლივ სამეცნიერო საქმიანობის განხორციელებას.
2016 წელი - დაიდო მემორანდუმი ეკონომიკისა და პოლიტიკის ევროპის ღია აკადემიასთან (პრაღა, ჩეხეთი), რაც ითვალისინებს სტუდენთა და პროფესორ-მასწავლებელთა მობილობასა და ერთობლივ სამეცნიერო საქმიანობის განხორციელებას.
2016 წელი - დაიდო მემორანდუმი დებრეცენის უნივერსიტეტთან (დებრეცენი, უნგრეთი), რაც ითვალისინებს სტუდენთა და პროფესორ-მასწავლებელთა მობილობასა და ერთობლივ სამეცნიერო საქმიანობის განხორციელებას.
2016 წელი - დაიდო პარტნიორობის ხელშეკრულება ლილის უნივერსიტეტთან (საფრანგეთი), რაც ითვალისინებს საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სამაგაიტრო პროგრამის სტუდენტების მობილობას 1 წლით.
2016 წელი - ლილის უნივერსიტეტთან დადებული პარტნიორობის ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სამაგაიტრო პროგრამის სტუდენტებმა გაიარეს ერტწლიანი კურსი აღნიშნულ უნივერსიტეტში.
2016 წელი - დაიდო თანამშრომლობის ხელშეკრულება სლუპსკის ზღვისპირა უნივერსიტეტთან, რაც ითვალისინებს სტუდენთა და პროფესორ-მასწავლებელთა მობილობასა და ერთობლივ სამეცნიერო საქმიანობის განხორციელებას.
2016 წელი - დაიდო მემორანდუმი ვურცბურგის უნივერსიტეტთან (ვურცბურგი, გერმანია), რაც ითვალისინებს სტუდენთა და პროფესორ-მასწავლებელთა მობილობასა, ერთობლივ სამეცნიერო საქმიანობის განხორციელებას, ერთობლივი ინტერდისციპლინარული სადოქტორო პროგრამების შექმნასა და განვითარებას.
2016 წელი - დაიდო ხელშეკრულება პარიზის ჟურნალისტიკის უმაღლეს სკოლასთან (საფრანგეთი).
2016 წელი - ევრაზიის V მულტიდისციპლინარული ფორუმი ჩატარდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნვიერსიტეტში. ორგანიზატორები იყვნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი და ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტი (მაკედონია). ფორუმში მონაწილება მიოღეს მეცნიერებმა 18 ქვეყნიდან. ფორუმზე წარმოდგენილი მოხსენებები გამოიცა ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტის მიერ.
http://eujournal.org/files/journals/1/books/5th.EMF.2016.pdf
2016 წელი - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ინიციატივით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გრანტით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სამედიცინო ტურიზმის ასოციაციის ორგანიზაციული მხარდაჭერით, ჩატარდა პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: სამედიცინო ტურიზმი: პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, საგანმანათლებლო და სამედიცინო პრობლემები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს 11 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.
2016 წელი - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი გახდა უნივერსიტეტების კომპოსტელას ჯგუფის (Compostela Group of Universities) სრული წევრი.
2016 წელი - დაიდო თანამშრომლობის ხელშეკრულება ნიკოლას კოპერნიკუსის სახელობის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა და საერთაშორისო სწავლებების ფაკულტეტთან (პოლონეთი), რომლის ფარგლებში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მკველვარებსა და დოქტორანტებს შესაძლებლობლობა ეძლევათ გამოაქვეყნონ სტატია სხვადასხვა პოლონურ ჟურნალში.
2016 წელი - დაიდო მემორანდუმი ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტთან, რომლის ფარგლებში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მკველვარებსა და დოქტორანტებს შესაძლებლობლობა ეძლევათ გამოაქვეყნონ სტატია ევროპის სამეცნიერო ჟურნალში.
2016 წელი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო სატელევიზიო პუბლიცისტური გადაცემებისა და დოკუმენტური ტელეფილმების სტუდენტური VIII საერთაშორისო ფესტივალი „კენტავრი”.
2016 წელი - ბიზნესისა და მართვის სკოლის მიერ შემუშავებულმა პროექტმა - პროფესიული ორიენტაციის კვლევა საქართველოში - გაიმარჯვა ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურში.
2016 წელი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის აფილირებული პარტნიორი გახდა.
2016 წელი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში „დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრთან“ თანამშრომლობით, განხორციელდა კვლევითი პროექტი „კრიმინოლოგიის ძირითად ტერმინთა განმარტებები, ინგლისური და რუსული შესატყვისებით“, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდმა დააფინანსა.
2016 წელი - ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კონკურენციისა და სტრატეგიის ინსტიტუტის აფილირებული წევრობის ფარგლებში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის პროფესორები მურთაზ კვირკვაია და შოთა საღრიშვილი მონაწილეობდნენ ჰარვარდის ბიზნესის სკოლაში გამართულ სამეცნიერო ვორკშოფში, სადაც წარმოდგენილი იყო მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების 100-ზე მეტი პროფესორი. ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პროფესორი მაიკლ პორტერი.
2017 წელი - დაიდო თანამშრომლობის ხელშეკრულება კლაიპედას უნივერსიტეტთან (ლიტვა), რაც ითვალისინებს სტუდენთა და პროფესორ-მასწავლებელთა მობილობასა და ერთობლივ სამეცნიერო საქმიანობის განხორციელებას.
2017 წელი - დაიდო მემორანდუმი დელტას სახელმწიფო უნივერსიტეტთან (აშშ), რაც ითვალისინებს სტუდენთა და პროფესორ-მასწავლებელთა მობილობასა და ერთობლივ სამეცნიერო საქმიანობის განხორციელებას.
2017 წელი - დაიდო ხელშეკრულება ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტთან (პოლონეთი),რაც ითვალისინებს სტუდენთა და პროფესორ-მასწავლებელთა მობილობასა და ერთობლივ სამეცნიერო საქმიანობის განხორციელებას, მათ შორის ერთობლივი სამეცნიერო ჟურნალის „წელიწდეული“ დაარსებასა და გამოცემას.
2017 წელი - მოეწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებას უნივერსიტეტ პარი სორბონ აბუ-დაბისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს შორის. შეთანხმება ითვალისწინებს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბაზაზე მოსამზადებელი ცენტრის დაფუძნებას საფრანგეთის ნებისმიერ უნივერსიტეტში, უპირატესად, პარიზის სორბონის უნივერსიტეტსა და სორბონის აბუ-დაბის კამპუსში ჩასარიცხად.
2017 წელი - დაიდო თანამშრომლობის მემორანდუმი აგილ პრეს ვენჩერსთან (აშშ), რაც ითვალისინებს სტუდენტების სტაჟირებას ამერიკის შეერთებული შტატების კომპანიებში.
2017 წელი - უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტთა უნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - “თანამედროვე მედიცინისა და ბიოლოგიის აქტუალური პრობლემები”.
2017 წელი - უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოსა და ევროპის უნივერსიტეტების სტუდენტები.
2017 წელი - ევრაზიის VII მულტიდისციპლინარული ფორუმი ჩატარდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნვიერსიტეტში. ორგანიზატორები იყვნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი და ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტი (მაკედონია). ფორუმში მონაწილება მიოღეს მეცნიერებმა 15 ქვეყნიდან.
2017 წელი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო სატელევიზიო პუბლიცისტური გადაცემებისა და დოკუმენტური ტელეფილმების სტუდენტური IX საერთაშორისო ფესტივალი „კენტავრი”.
2017 წელი - ჰაიდენჰაიმის უნივერსიტეტთან (გერმანია) დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებმა სწავლების ოთხთვიანი კურსი გაიარეს აღნიშნულ უნივერსიტეტში.
2017 წელი - ნანტის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (საფრანგეთი) დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, სამართლის სკოლის სტუდენტებმა სწავლების ერთსემესტრიანი კურსი გაიარეს აღნიშნულ უნივერსიტეტში.
2017 წელი - საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით უნივერსიტეტში დაარსდა პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრი.
2017 წელი - უნივერსიტეტმა გაიმარჯვა ევროკავშირის პროგრამის ერაზმუს+ (Erasmus+) რამდენიმე პროექტში. პროექტის პარგლებში უნივერსიტეტის პარტნიორი უნივდერსიტეტებია: პორტოს უნივერსიტეტი (პორტუგალია), ლაზარსკის უნივერსიტეტი (პოლონეთი), შჩეცინის უნივერსიტეტი (პოლონეთი), იან კოხანოვსკის სახელობის უნივერსიტეტი (პოლონეთი), სლუპსკის ზღვისპირა უნივერსიტეტი (პოლონეთი). კონკურსის შედეგად შეირჩა 18 სტუდენტი და 8 პედაგოგი.