2010 - 2014

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


2010 - 2014

2010 წელი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამმა სტუდენტმა მონაწილეობა მიიღო ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებულ სასამართლო პროცესში, რომელიც გაიმართა ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში.

 

2010 წელი - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა ხელშეკრულება გააფორმა ნებრასკას ლინკოლნის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორებთან.

 

2010 წელი - ტელე-რადიო ჟურნალისტიკის პროგრამის ოთხმა სტუდენტმა მონაწილეობა მიიღო არჰავის კულტურისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში (თურქეთი) და მოიპოვეს პირველი ადგილი საუკეთესო დოკუმენტური ფილმის შექმნისთვის. ფესტივალი დაფინანსებული იყო არჰავის მუნიციპალიტეტისა და ფესტივალის კომიტეტის მიერ.

 

2010 წელი - უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო სატელევიზიო პუბლიცისტური გადაცემებისა და დოკუმენტური ტელეფილმების II საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი „კენტავრი”.

 

2010 წელი - ბუდაპეშტის ბიზნესის საერთაშორისო სკოლასთან (უნგრეთი) დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ხუთმა სტუდენტმა ერთწლიანი კურსი გაიარა აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელში.

 

2010 წელი - გაფორმდა მემორანდუმი ვირჯინიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან (აშშ).

 

2010 წელი - ჰაიდენჰაიმის უნივერსიტეტთან (გერმანია) დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ბიზნესისა და მართვის სკოლის სამმა სტუდენტმა სწავლების ერთსემესტრიანი კურსი გაიარა აღნიშნულ უნივერსიტეტში.

 

2010 წელი - საერთაშორისო ახალგაზრდულ ორგანიზაცია აისეკ (AIESEC) საქართველოსთან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, უნივერსიტეტის ორმა სტუდენტმა სტაჟირება გაიარა პოლონეთში.

 

2010 წელი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი გახდა დასავლეთ ლონდონის კოლეჯის წარმომადგენელი საქართველოში.

 

2010 წელი - დაიდო ხელშეკრულება ბიზნესისა და ფინანსების ლონდონის სკოლასთან.

 

2010 წელი - დაიდო ხელშეკრულება არკანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (აშშ).

 

2011 წელი - სამართლის სკოლის სამმა სტუდენტმა მონაწილეობა მიიღო პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტში (ჩეხეთი) გამართულ კონფერენციაში, რომელიც ორგანიზებული იყო სამართლის სტუდენტთა ევროპული ასოციაციის მიერ (ELSA).

 

2011 წელი - უნივერსიტეტის ხუთმა სტუდენტმა მონაწილეობა მიიღო ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებულ სასამართლო პროცესში, რომელიც გაიმართა ლიტვაში, ქალაქ ვილნიუსში.

 

2011 წელი - საერთაშორისო ახალგაზრდულ ორგანიზაცია აისეკ (AIESEC) საქართველოსთან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, უნივერსიტეტის ოთხმა სტუდენტმა სტაჟირება გაიარა ცენტალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ჩინეში.

 

2011 წელი - ჰაიდენჰაიმის უნივერსიტეტთან (გერმანია) დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ბიზნესისა და მართვის სკოლის ექვსმა სტუდენტმა გაიარა ოთხთვიანი კურსი აღნიშნულ უნივერსიტეტში.

 

2011 წელი - ბუდაპეშტის ბიზნესის საერთაშორისო სკოლასთან (უნგრეთი) დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ბიზნესისა და მართვის სკოლის შვიდმა სტუდენტმა ერთწლიანი კურსი გაიარა აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელში.

 

2011 წელი - უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო სატელევიზიო პუბლიცისტური გადაცემებისა და დოკუმენტური ტელეფილმების III საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი „კენტავრი”.

 

2012 წელი - ბუდაპეშტის ბიზნესის საერთაშორისო სკოლასთან (უნგრეთი) დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ბიზნესისა და მართვის სკოლის სამმა სტუდენტმა ერთწლიანი კურსი გაიარა აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელში.

 

2012 წელი - უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო სატელევიზიო პუბლიცისტური გადაცემებისა და დოკუმენტური ტელეფილმების IV საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი „კენტავრი”.

 

2012 წელი - უნივერსიტეტის სტუდენტთა თვითმმართველობის ხუთმა წევრმა მონაწილეობა მიიღო ვარშავის ეკონომიკის სკოლის (პოლონეთი) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში.

 

2012 წელი - ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანმა მონაწილეობა მიიღო მაშავის ცენტრის მიერ ორგანიზაბულ კურსებში „განახლებადი ენერგია, როგორც რეგიონალური განვითარების კატალიზატორი”, რომელიც გაიმართა არავის განახლებადი ენერგიის კვლევის ცენტრში (ისრაელი).

 

2012 წელი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში განხორციელება დაიწყო ერაზმუს მუნდუსის (Erasmus Mundu) პროგრამის EMINENCE პროექტმა. კონკურსის შედეგად შეირჩა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ექვსი სტუდენტი.

 

2012 წელი - უნივერსიტეტმა მოიპოვა დასავლეთის ინსტიტუტის (EWMI) მიერ გამოცხადებული „უმაღლესი სასწავლებლების მხარდაჭერის გრანტი” (UAG).

 

2012 წელი - ჰაიდენჰაიმის უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ბიზნესისა და მართვის სკოლის რვა სტუდენტმა სწავლების ერთსემესტრიანი კურსი გაიარა აღნიშნულ უნივერსიტეტში.

 

2012 წელი - საერთაშორისო ახალგაზრდულ ორგანიზაცია აისეკ (AIESEC) საქართველოსთან დადებული პარტნიორული ხელშეკრულების ფარგლებში, უნივერსიტეტის ათმა სტუდენტმა სტაჟირება გაიარა პოლონეთში, უნგრეთში, ავსტრიასა და ბულგარეთში.

 

2012 წელი - უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუედნტმა ია დარჩიამ ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარა ჰაიდენჰაიმის ფოლკსბანკში (გერმანია).

 

2013 წელი - დაიდო ხელშეკრულება შვეიცარიის ბიზნესისა და საერთაშორისო სწავლებების უნივერსიტეტთან.

 

2013 წელი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში განხორციელება დაიწყო ერაზმუს მუნდუსის (Erasmus Mundus) პროგრამის პროექტმა EMINENCE II. კონკურსის შედეგად შეირჩა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის 5 სტუდენტი და ორი პედაგოგი.

 

2013 წელი - დაიდო ხელშეკრულება პოლონეთის ლაზარსკის უნივერსიტეტთან.

 

2013 წელი - დაიდო ხელშეკრულება ლიტვის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან.

 

2013 წელი - დაიდო ხელშეკრულება საფრანგეთის ნანტის უნივერსიტეტთან.

 

2013 წელი - ბუდაპეშტის ბიზნესის საერთაშორისო სკოლასთან (უნგრეთი) დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ბიზნესისა და მართვის სკოლის ოთხმა სტუდენტმა ერთწლიანი კურსი გაიარა აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელში.

 

2013 წელი - უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო სატელევიზიო პუბლიცისტური გადაცემებისა და დოკუმენტური ტელეფილმების V საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი „კენტავრი”.

 

2013 წელი - ერაზმუს მუნდუსის (Erasmus Mundus) პროგრამის EMINENCE პროექტის ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა უმასპინძლა ადამ მიცკივეჩის სახელობის უნივერსიტეტის (პოლონეთი) ერთ სტუდენტს.

 

2013 წელი - მედიცინის სკოლის ერთმა სტუდენტმა მონაწილეობა მიიღო ჩეხეთის ქალაქ ბრნოში გამართულ სტუდენტ-სტომატოლოგთა საერთაშორისო კონგრესში.

 

2013 წელი - მედიცინის სკოლის ერთმა სტუდენტმა მონაწილეობა მიიღო დიდი ბრიტანეთის ქალაქ ბირმინჰემში გამართულ სტომატოლოგთა საერთაშორისო კონგრესში.

 

2013 წელი - უნივერსიტეტში განხორციელდა USAID-ის საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის (G-PAC) საგრანტო პროექტი „მდგრადი ენერგეტიკის ეკონომიკური პოლიტიკა”.

 

2013 წელი - ჰოუვ კოლეჯთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ერთმა სტუდენტმა გაიარა სწავლების ერწლიანი კურსი აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელში.

 

2013 წელი - საერთაშორისო ორგანიზაცია აისეკ (AIESEC) საქართველოსთან დადებული პარტნიორული ხელშეკრულების ფარგლებში, უნივერსიტეტის ხუთმა სტუდენტმა სტაჟირება გაიარა პოლენეთსა და ჩეხეთში.

 

2013 წელი - ჰაიდენჰაიმის უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ბიზნესისა და მართვის სკოლის ოთხმა სტუდენტმა სწავლების ერთსემესტრიანი კურსი გაიარა აღნიშნულ უნივერსიტეტში.

 

2014 წელი - საერთაშორისო ორგანიზაცია აისეკ (AIESEC) საქართველოსთან დადებული პარტნიორული ხელშეკრულების ფარგლებში, უნივერსიტეტის ექვსმა სტუდენტმა სტაჟირება გაიარა იტალიაში, პოლონეთში, ჩეხეთსა და ბულგარეთში.

 

2014 წელი - დაიდო ხელშეკრულება საფრანგეთის ადმინისტრირების ეროვნულ სკოლასთან (ENA), რომელიც ითვალისწინებს სორბონ-პარი1-თან მასტერ 2-ის პროგრამის განხორცილებას.

 

2014 წელი - ბუდაპეშტის ბიზნესის საერთაშორისო სკოლასთან (უნგრეთი) დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ბიზნესისა და მართვის სკოლის ორმა სტუდენტმა ერთწლიანი კურსი გაიარა აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელში.

 

2014 წელი - უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო სატელევიზიო პუბლიცისტური გადაცემებისა და დოკუმენტური ტელეფილმების VI საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი „კენტავრი”.

 

2014 წელი - ერაზმუს მუნდუსის (Erasmus Mundus) პროგრამის EMINENCE პროექტის ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა უმასპინძლა ადამ მიცკივეჩის უნივერსიტეტის (პოლონეთი) ხუთ პედაგოგს.

 

2014 წელი - უნივერისიტეტის თოთხმეტმა სტუდენტმა და ხუთმა პედაგოგმა მონაწილეობა მიიღო კრემსის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის (ავსტრია) მიერ ორგანიზებული სტუდენთა საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში - ISCONTOUR 2014.

 

2014 წელი - შვეიცარიის ბიზნესისა და საერთაშორისო სწავლებების უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრეულების საფუძველზე, ბიზნესისა და მართვის სკოლის ერთმა სტუდენტმა გაიარა ერთკვირიანი ინტენსიური კურსი სტრატეგიულ მენეჯმენტში აღნიშნულ უნივერსიტეტში.

 

2014 წელი - ჰაიდენჰაიმის უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ბიზნესისა და მართვის სკოლის შვიდმა სტუდენტმა სწავლების ერთსემესტრიანი კურსი გაიარა აღნიშნულ უნივერსიტეტში.

 

2014 წელი - ნანტის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, სამართლის სკოლის ოთხმა სტუდენტმა სწავლების ერთსემესტრიანი კურსი გაიარა აღნიშნულ უნივერსიტეტში.

 

2014-2017 წლები - უნივერსიტეტში განხორციელდა პროექტი “მოგზაურობა ევროპაში 300 წლის შემდეგ სულხან-საბა ორბელიანის ნაკვალევზე”