სამაგისტრო გამოცდებზე დასაშვებად რეგისტრაციის წესი
მაგისტრატურაში მიღების გამოცხადების დღიდან ნებისმიერ ახალგაზრდას, მიუხედავად იმისა ირჩევს თუ არა ის ჩვენს უნივერსიტეტს, შეუძლია გაიაროს რეგისტრაცია სტუდენტთა მობილობისა და რეგისტრაციის ცენტრში.
მაგისტრანტობის კანდიდატმა რეგისტრაციისას თან უნდა იქონიოს:
- განაცხადი;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ბაკალავრის დიპლომის ასლი ნიშნების დანართთან ერთად (უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს თან უნდა ახლდეს ცნობა ავთენტიკურობის შესახებ);
- ფოტოსურათი (3X4) CD დისკთან ერთად;
- სამხედრო ბილეთი ან მიწერის მოწმობა ვაჟებისათვის;
- საგამოცდო ბარათის ასლი;
- რეგისტრაციის საზღაურის გადახდის ქვითარი;
- უცხო ენის ცოდნის B2-ის შესაბამისი სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში);
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ყველა დოკუმენტი გადაეცემა გამოცდების ერთიან ეროვნულ ცენტრს და ერთიანი რეგისტრაციის გამოცხადების დღიდან შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი უნივერსიტეტი თქვენი სურვილისამებრ.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური ზღვარის გადალახვის შემდეგ, თუ არჩეული გაქვთ ჩვენი უნივერსიტეტი, უნდა გამოცხადდეთ სტუდენტთა მობილობისა და რეგისტრაციის ცენტრში და გაიაროთ მეორე რეგისტრაცია შიდა გამოცდებზე დაშვებისათვის. შესაბამისად მიიღებთ აპლიკაციის საჭირო ფორმებს შესავსებად.
რეგისტრაციის შემდეგ ჩატარდება გამოცდები/გასაუბრება წინასწარ გამოცხადებული ცხრილის მიხედვით.
მაგისტრანტობის კანდიდატის უნივერსიტეტში ჩარიცხვის წესი
- უნივერსიტეტში ჩარიცხვა ხდება სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე.
- მაგისტრანტობის კანდიდატთა უნივერსიტეტში ჩარიცხვა შეიძლება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის და კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.
- უნივერსიტეტში მაგისტრანტობის კანდიდატის ჩარიცხვა ფორმდება, უნივერსიტეტისა და მაგისტრანტობის კანდიდატს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
- რექტორის ერთიანი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ფორმდება სწავლის დაწყებიდან ერთი დღით ადრე.
- მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ერთიანი აქტის გამოცემის შემდეგ მაგისტრანტობის კანდიდატი ხდება უნივერსიტეტის სტუდენტი - მაგისტრანტი.
- მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ერთიანი აქტი გამოცემიდან 5 დღის ვადაში იგზავნება გამოცდების ეროვნულ ცენტრში და აკრედიტაციის ცენტრში.