კონფერეცია ჰარვარდთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


კონფერეცია ჰარვარდთან

2000 წელს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა და ჰარვარდის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევის ცენტრმა, პროფესორ ჯეფრი საქსის ხელმძღვანელობით, ჩაატარა ერთობლივი აუდიო კონფერენცია (იმ, დროისთვის, საქართველოში, ვიდეო კონფერენციის ჩატარება ტექნიკურად შეუძლებელი იყო).

 

ამ კონფერენციაში მონაწილეობდნენ პროფესორი ჯეფრი საქსი, მისი კოლეგები და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

 

კონფერენცია იმდენად წარმატებული იყო, რომ ორივე მხარე შეთანხმდა კიდევ ერთხელ ჩაეტარებინათ მსგავსი ფორუმი, რომელიც 2001 წლის ნოემბერში განხორციელდა.

 

თემატიკა ეხებოდა საქართველოს ეკონომიკური პრობლემებს. მონაწილენი კვლავ პროფესორი საქსი, მისი კოლეგები და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები იყვნენ.

 

ამ კონფერენციებმა დასაბამი მისცა თანამშრომლობის ახალ ეტაპს ორ უნივერსიტეტს შორის. პროფესორმა საქსმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკურ მეცნიერებათა სკოლა ჩართო საერთაშორისო კვლევის პროექტში – “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი”, რომელიც ითვალისწინებდა პოსტსაბჭოურ ქვეყნებში ეკონომიკური განვითარების ტენდენციების შესწავლას და კვლევას.

 

2002 წლის იანვარში აღნიშნული ცენტრის პროფესორი ანდრიუ ვარენი ეწვია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს. მან უნივერსიტეტს გააცნო ის მეთოდები, რომლის მიხედვითაც ეკონომიკურ მეცნიერების სკოლას უნდა ჩაეტარებინა კვლევა ზემოაღნიშნულ პრობლემაზე. პროფესორ ვარენზე, როგორც თავად ბრძანა, დიდი შთაბეჭდილაბა მოახდინა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა.