სტუდენტთა მობილობის და რეგისტრაციის ცენტრი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტთა მობილობის და რეგისტრაციის ცენტრი

მოხარული ვართ, რომ დაინტერესდით გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტით - ახალგაზრდა, მაგრამ უკვე საკმაოდ ავტორიტეტული თანამედროვე ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულებით. აქ დაინტერესებული პირებისთვის ფუნქციონირებს სტუდენტთა მობილობისა და რეგისტრაციის ცენტრი ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის პროგრამებისათვის, რომელიც ორგანიზებას უწევს აპლიკაციის პროცესს.

 

ცენტრი მუშაობს ყოველდღე 10 საათიდან 18 საათამდე. თქვენთვის საინტერესო კითხვებით შეგიძლიათ მიმართოთ ნებისმიერი ფორმით - ინტერნეტის მეშვეობით, ფოსტით ან პირადი ვიზიტით.

 

ღია კარის დღეა ყოველ ორშაბათს 16 საათიდან 18 საათამდე-შეხვდებით ცენტრის თანამშრომლებს, რომლებიც ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს გაგცემენ. მოგეცემათ საშუალება დაათვალიეროთ უნივერსიტეტის აუდიტორიები, ლაბორატორიები, ბიბლოთეკა. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ შეხვდეთ რექტორსაც.