უცხოელი მოქალაქეებისთვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


უცხოელი მოქალაქეებისთვის

უპირველყოვლისა დაუკავშირდით სტუდენტთა მობილობისა და რეგისტრაციის ცენტრს. ამისათვის გახსენით “ონლაინ კონტაქტი“, შეავსეთ აპლიკაციის ფორმა და გაუგზავნეთ სტუდენტთა მობილობისა და რეგისტრაციის ცენტრს. არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა გამოგიგზავნით გამოგიგზავნით პასუხს. დადებითი გამოხმაურების შემთხვევაში მიიღებთ პინკოდს.

პინკოდის მეშვეობით თქვენთვის ხელმისაწვდომი იქნება საბანკო რეკვიზიტები 60 აშშ დოლარის გადასახდელად აპლიკაციის ფორმებისათვის, რაც ამ თანხის მიღებისთანავე ფოსტით გამოგეგზავნებათ. გაეცანით კარგად, შეავსეთ, დაწერეთ საკონკურსო რეფერატი და გაგზავნეთ სტუდენტთა მობილობისა და რეგისტრაციის ცენტრში, თან დაურთეთ პასპორტისა და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები დამოწმებული აპოსტილის წესით თქვენი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ.

 

ამ პაკეტს განიხილავს მიღების საბჭო და ერთი თვის ვადაში მიიღებთ პასუხს მიღების ან უარის შესახებ.

დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში დაინიშნება 15 წუთიანი სატელეფონო ინტერვიუს დრო.

დამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში გამოგიგზავნით მოწვევას.

მოწვევის მიღების შემდეგ, 20 ოქტომბრამდე, უნდა გადაიხადოთ სწავლის საფასური თქვენთვის სასურველი ფორმით (გადარიცხვით, საკრედიტო ბარათით).

 

30 ოქტომბრამდე უნდა ჩამოხვიდეთ თბილისში და იქონიოთ დამატებით შემდეგი დოკუმენტები:

 

  1. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი დამოწმებული აპოსტილის წესით
  2. CV პირადი ხელმოწერით
  3. ორი პროფესორის რეკომენდაცია
  4. სამოტივაციო წერილი
  5. 2 ფოტოსურათი (3X4) CD დიკთან ერთად
  6. ჯანმრთელობის დაზღვევა (შეგიძლიათ თბილისში დაეზღვიოთ)
  7. პასპორტი

 

თქვენსა და უნივერსიტეტს შორის დაიდება ხელშეკრილება, რის შემდეგაც მოხდება თქენი რეგისტრაცია. ამ წუთიდან დოქტორანტი ხდებით.