იტვირთება...
საბაკალავრო პროგრამები

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საბაკალავრო პროგრამები

საბაკალავრო პროგრამები (Major)

 

ბაკალავრიატი, როგორც საუნივერსიტეტო განათლების პირველი საფეხური, ისეთი აკადემიური პროგრამების ერთობლიობაა, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტთა პროფესიულ მომზადებას და შემდგომი აკადემიური ციკლის - მაგისტრატურისთვის აუცილებელი თეორიული საფუძვლების სწავლა/სწავლებას.

 

ბაკალავრიატში სწავლა გულისხმობს არანაკლებ 240 კრედიტის დაგროვებას.

 

ბაკალავრიატის მიზნებია:

 

სტუდენტთა მომზადება პროფესიული საქმიანობის დასაწყებად.

 

მაგისტრატურაში სწავლის გასაგრძელებლად აუცილებელი თეორიული საფუძვლების ჩამოყალიბება და ზოგადი უნარ-ჩვევების გამომუშავება.

 

ზოგადი ცოდნის, როგორც დარგობლივი კომპეტენციისა და სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი ფონური ინტელექტუალური რესურსის ფორმირება.

 

უნივერსიტეტში ხორციელდება 11 საბაკალავრო პროგრამა. თითეული ითვალისწინებს დამატებითი პროგრამისა და თავისუფალი კომპონენტების არჩევის შესაძლებლობას, გარდა სამართალმცოდნეობისა და სტომატოლოგიური პროგრამებისა, რომლებიც მხოლოდ თავისუფალი კომპონენტების არჩევის საშუალებას იძლება.

 

პროგრამის აღწერილობა შეგიძლიათ იხილოთ პროგრამის კატალოგში. ამ გვერდით წარმოგიდგენთ სასწავლო დისციპლინებს, კრედიტების მითითებით, რომლებსაც გაივლით ამ თუ იმ პროგრამის ფარგლებში.

 

საბაკალავრო პროგრამის სასწავლო დისციპლინები (Major)

 

სწავლება მხოლოდ ინგლისურად