სადოქტორო პროგრამები

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სადოქტორო პროგრამები

დოქტორანტურა არის უნივერსიტეტის მესამე საგანმანათლებლო საფეხური, რომელიც გულისხმობს სასწავლო და კვლევითი პროგრამების ერთობლიობას და მთავრდება დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებით.

 

დოქტორანტურის მიზნებია:

 

მოამზადოს არამარტო სამეცნიერო-აკადემიური კადრები, არამედ ფართო კომპეტენციის მქონე სპეციალისტები შრომის ბაზრის მრავალმხრივი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, მათ შორის, მაღალი მმართველობითი იერარქიისათვის;

 

განავითაროს მეცნიერული საფუძვლები საზოგადოებრივ საჭიროებებზე ორიენტირებული ახალი ცოდნის გენერირებისა და გავრცელებისათვის.

 

პროგრამის აღწერილობა შეგიძლიათ იხილოთ პროგრამის კატალოგში. ამ გვერდით წარმოგიდგენთ სასწავლო დისციპლინებს, კრედიტების მითითებით, რომლებსაც გაივლით ამ თუ იმ პროგრამის ფარგლებში.

 

უნივერსიტეტში ხორციელდება 5 სადოქტორო პროგრამა.

 

სადოქტორო პროგრამის სასწავლო დისციპლინები