ქიმიის ლაბორატორია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ქიმიის ლაბორატორია


 

 

ქიმიის ლაბორატორიაში სტუდენტები ეცნობიან ნივთიერებათა ქიმიურ ბუნებას, სწავლობენ ქიმიური ანალიზის თანამედროვე მეთოდებს, ორგანიზმში მიმდინარე ქიმიური პროცესების ბუნებას, უშუალოდ ატარებენ ექსპერიმენტებს. მათ საშუალება აქვთ, დამოუკიდებლად იმუშაონ ლაბორატორიაში ამა თუ იმ ამოცანის შესრულების დროს, რა თქმა უნდა, ლაბორანტების დახმარებით.

 

ეს ლაბორატორია ასევე გამოიყენება კრიმინალისტიკის სწავლების დროს, სადაც ტარდება კვების პროდუქტების, სისხლის, ტექნიკური ნივთიერებების ექსპერტიზები და სხვა.