2011 წელი - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტში (ჩეხეთი) გამართულ კონფერენციაში, რომელიც ეხებოდა ჯანდაცვის სამართალს. კონფერენიის ორგანიზატორი იყო სამართლის სტუდენტთა ევროპული ასოციაცია (ELSA). უნივერსიტეტმა ნაწილობრივ დააფინანსა სტუდენტთა მონაწილეობა.
2011 წელი - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი „ოპერაციის შემდგომი რეციდივებისა და მეტასტაზების თავიდან აცილება გარეგანი და შინაგანი ორგანოების ავთვისებიანი სიმსივნური დაავადების დროს” ონკოლოგის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ამერიკისა და ევროპა-აზიის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლაურეატის, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის, ბატონი შალვა მარდის პრეპარატის გამოყენებით.
2011 წელი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტისა და ქართულ-ამერიკული კულტურის ცენტრის “ამირანი” მიერ ერთობლივად ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “გოდერძი ჩოხელი - შემოქმედება საზღვრების გარეშე”.
2011 წელი - უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „აზროვნება გლობალური ცვლილებების ეპოქაში“.
2011 წელი - უნივერსიტეტში ჩატარდა ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “სწავლა - სწავლება - კვლევა. ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა რეფორმა. საბჭოთა მემკვიდრეობის მძიმე ტვირთი და ტრანსფორმაციის პროცესის სიძნელეები“.
2011 წელი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია: „ეროვნული უსაფრთხოება და ორგანიზებული დანაშაულობა“.
2011 წელი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენთა უნივერსიტეტთშორისი სამეცნიერო კონფერენცია.
2011 წელი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გუნდი მონაწილეობდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებულ სასამართლო პროცესში, რომელიც გაიმართა ლიტვაში, ქალაქ ვილნიუსში.
2011 წელი - უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევით ინსტიტუტში განხორციელდა სამეცნიერო-კვლევითი პროექტი „თომას პეინი: „საღი აზრი“ (ქართული თარგმანი გამოკვლევიტა და შენიშვნებით)“. პროექტი დაფინანსდა შეერთებული შტატების საელჩოს მიერ.
2011 წელი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა, ასისტენტ-პროფესორმა გიორგი თავაძემ, მოიპოვა ჰერცოგ ავგუსტის ბიბლიოთეკის (ვოლფენბიუტელი Wolfenbüttel, გერმანია) სამეცნიერო-კვლევითი სტიპენდია. იგი, სამი თვის გაემგზავრა გერმანიაში რენესანსისა და ახალი დროის აზროვნების შემსწავლელ ცენტრში სამუშაოდ.
2011 წელი - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მკვლევართა სტატიები გამოიცა ევროპული სამეცნიერო ჟურნალის 2011 წლის ივლისის სპეციალურ გამოცემებში (ტომი 19 და 20). http://eujournal.org/Chapters10/esj_july2011_vol20.pdf ; http://eujournal.org/Chapters10/esj_july2011_vol19.pdf
2011 წელი - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ჩატარდა შავი ზღვის საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი სამედიცინო სამართალში. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მეცნიერებთან და სხვა ქართველ კოლეგებათან ერთად სიმპოზიუმში მონაწილეობნენ სტამბულის, ოზეიგენის, სამსუნის, კონიის, ვიურცბურგის, ჰამბურგის, ოდესის უნივერსიტეტებს და რუმინეთის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები.
2011 წელი - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და საერთაშორისო ახალგაზრდულ ორგანიზაცია აისეკ საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში ცენტალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სტაჟირება გაიარეს ბისნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებმა.
2011 წელი - ჰაიდენჰაიმის უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებმა გაიარეს გაიარეს ოთხთვიანი კურსი აღნიშნულ უნივერსიტეტში.
2011 წელი - ბუდაპეშტის ბიზნესის საერთაშორისო სკოლასთან (უნგრეთი) დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებმა ერთწლიანი კურსი გაიარეს აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელში.
2011 წელი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო სატელევიზიო პუბლიცისტური გადაცემებისა და დოკუმენტური ტელეფილმების სტუდენტური III საერთაშორისო ფესტივალი „კენტავრი”.
2011 წელი - განხორციელდა კვლევითი პროექტი პრეპარატი “მარდილის” გამოყენებით სიმსივნური ქსოვილის დევიტალიზაცია ინტრაოპერაციულად და კიბოს უჯრედების დისემინაციის პრევენცია “დავამარცხოთ კიბო“
2011 წელი - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და საერთაშორისო ახალგაზრდულ ორგანიზაცია აისეკ საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში ბიზნესისა და მართვის სტუდენტებმა ორ თვიანი სტაჟირება გაიარეს ჩინეთში.
2011 წელი - საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებებით გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს 2012-2013 სასწავლო წლიდან 5 წლის ვადით მიენიჭა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და დამატებითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლებამოსილება, ხოლო სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობა განესაზღვრა 2000-ით.
2011 წელი - საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებებით გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის (ერთსაფეხურიანი) პროგრამას, სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამას, ჟურნალისტიკისა და მასობროვი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამას, ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამას, ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამას, სამართლის საბაკალავრო პროგრამას, ბიზნესის ადმინისტრირების (ქართულ-ბრიტანულ-უნგრული ერთობლივი) საბაკალავრო პროგრამას, ბიზნესის ადმინისტრირების (ქართულ-გერმანულენოვანი) საბაკალავრო პროგრამას, ბიზნესის ადმინისტრირების (ფინანსები) საბაკალავრო პროგრამას, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამას, ტელერადიორეპორტიორის IV საფეხურის პროფესიულ პროგრამას მიენიჭათ აკრედიტაცია.
2012 წელი - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ჩატარდა დანაშაულობის პრევენციისა და შედარებითი კრიმინოლოგიის კავკასიური ცენტრის დაფუძნებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო მრგვალი მაგიდა.
2012 წელი - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სამართლებრივი და პენიტენციალური რეფორმა საქართველოში: შედარებითი ანალიზი და ევროპის გამოცდილება”. კონფერენციის ორგანიზატორი იყო გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისა და მაქს პლანკის უცხოეთის და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის დანაშაულის პრევენციისა და შედარებითი კრიმინოლოგიის კავკასიური ცენტრი.
2012 წელი - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ჩატარდა აკადემიკოს გურამ თევზაძის ახალი წიგნის – „ახალი ფილოსოფიის ისტორია. ნაწილი II: იმანუილ კანტიდან ფრიდრიხ ნიცშემდე“ – პრეზენტაცია და ამ ნაშრომისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. პრეზენტაციისა და კონფერენციის ორგანიზატორი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტი და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის იოანე პეტრიწის სახელობის საფილოსოფიო საზოგადოება იყო.
2012 წელი - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტთა უნივერსიტეტთშორის სამეცნიერო კონფერენცია.
2012 წელი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საერთაშორისო ასოციაციის საქართველოს ეროვნული ჯგუფის (AIPPI) ინიციატივით და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტი“ და საავტორო უფლებათა ასოციაციის (GCA) მხარდაჭერით ბაზალეთის სასტუმროთა კომპლექსში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია „ინტელექტუალური საკუთრების სამართლის თანამედროვე პრობლემები“.
2012 წელი - მცხეთის შოთა რუსთაველის სახლობის ცენტრალურ ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ჩატარდა ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსის, აღმოსავლური და დასავლური პლატონიზმის, არისტოტელიზმისა და ნეოპლატონიზმის თვალსაჩინო მკვლევარის, პროფესორ უდო რაინპოლდ იეკის დაბადებიდან 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით „აღმოსავლეთი და დასავლეთი“. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტი და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის იოანე პეტრიწის სახელობის საფილოსოფიო საზოგადოება.
2012 წელი - ბუდაპეშტის ბიზნესის საერთაშორისო სკოლასთან (უნგრეთი) დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებმა ერთწლიანი კურსი გაიარეს აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელში.
2012 წელი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო სატელევიზიო პუბლიცისტური გადაცემებისა და დოკუმენტური ტელეფილმების სტუდენტური IV საერთაშორისო ფესტივალი „კენტავრი”.
2012 წელი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მკვლევართა ნაშრომები გამოიცა ევროპული სამეცნიერო ჟურნალის 2012 წლის თებერვლის სპეციალურ გამოცემაში (ტომი 8, # 2).
2012 წელი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტთა თვითმმართველობის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ვარშავის ეკონომიკის სკოლის (პოლონეთი) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში. პროექტის 50 პროცენტი დააფინანსა პოლენეთის მხარემ.
2012 წელი - ბიზნესის და მართვის სკოლამ გაიმარჯვა აღმოსავლეთ - დასავლეთის ინსტიტუტის (EWMI) მიერ გამოცხადებულ „უმაღლესი სასწავლებლების მხარდაჭერის გრანტების” (UAG) კონკურსში.
2012 წელი - ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანმა, პროფესორ მურთაზ კვირკვაიამ მონაწილეობა მიიღო მაშავის ცენტრის მიერ ორგანიზაბულ კურსებში „განახლებადი ენერგია, როგორც რეგიონალური განვითარების კატალიზატორი”, რომელიც გაიმართა არავის განახლებადი ენერგიის კვლევის ცენტრში (ისრაელი). პროექტი დააფინანსა ისრაელის მთავრობამ.
2012 წელი - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაიმართა ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პრეზენტაცია. პრეზენტაციის ფარგლებში 21-22 დეკემბერს გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ემიგრაციის წარსული და დღევანდელობა“.
2012 წელი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში განხორციელება დაიწყო ერაზმუს მუნდუსის პროგრამის EMINENCE პროექტმა. კონკურსის შედეგად შეირჩა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის 6 სტუდენტი.
2012 წელი - ჰაიდენჰაიმის უნივერსიტეტთან დადებულკი ხელშეკრულების საფუძველზე, ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებმა გაიარეს სამთვიანი კურსი აღნიშნულ უნივერსიტეტში.
2012 წელი - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და საერთაშორისო ახალგაზრდულ ორგანიზაცია აისეკ საქართველოს შორის დადებული პარტნიორული ხელშეკრულების ფარგლებში, უნივერსიტეტის სტუდენტებმა სტაჟირება გაიარესპოლონეთში, უნგრეთში, ავსტრიაში და ბულგარეთში.
2012 წელი - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუედნტმა ია დარჩიამ ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარა ჰაიდენჰაიმის ფოლკსბანკში (გერმანია). პროექტი განხორციელდა გერმანიის მხარის ფინანსური უზრუნველყოფით.
2012 წელი - სამართლის სკოლის სტუდენტები აკადემიური ვიზიტით იმყოფებოდნენ მაქს-პლანკის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტში (ფრაიბურგი, გერმანია).
2012 წელი - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში მაქს პლანკის სახელობის ფრაიბურგის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტთან ერთად დაფუძნდა დანაშაულის პრევენციისა და შედარებითი კრიმინოლოგიის კავკასიური კვლევითი ცენტრი.
2012 წელი - საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებებით გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამას, სამართლის სამაგისტრო პროგრამას, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის საბაკალავრო პროგრამას, კრიმინალისტის III საფეხურის პროფესიულ პროგრამას მიენიჭათ აკრედიტაცია.
2013 წელი - დაიდო ხელშეკრულება შვეიცარიის ბიზნესისა და საერთაშორისო სწავლებების უნივერსიტეტთან, რაც გულისხმობს ონლაინ რეჟიმში სწავლას და, ერთდროულად, შევიცარიის ბიზნესისა და საერთაშორისო სწავლებების უნივერსიტეტის აკადემიური ხარისხისა და დიპლომის და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური ხარისხისა და დიპლომის მიღებას.
2013 წელი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში განხორციელება დაიწყო ერაზმუს მუნდუსის პროგრამამ EMINENCE II. კონკურსის შედეგად შეირჩა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის 5 სტუდენტი. გარდა ამისა შეირჩა უნიევრისტეტის მიერ წარდგენილი 8 აპლიკანტი მეორე მიზნობრივი ჯგუფიდან და 9 აპლიკანტი მესამე მიზნობრივი ჯგუფიდან.
2013 წელი - პოლონეთის ლაზარსკის უნივერსიტეტთან დაიდო ხელშეკრულება სამართლისა და ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სტუდენტთა გასაგზავნად სრული ან არასრული ციკლით.
2013 წელი - ჰაიდენჰაიმის უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებმა გაიარეს გაიარეს ოთხთვიანი კურსი აღნიშნულ უნივერსიტეტში.
2013 წელი - დაიდო ხელშეკრულება ლიტვის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან, რაც ითვალისწინებს სტუდენტთა გაგზავნას ბიზნესის, ფინანსების და ტურიზმის საბაკალავრო პროგრამებზე სრული ან არასრული ციკლით.
2013 წელი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მკვლევართა ნაშრომები გამოიცა ევროპული სამეცნიერო ჟურნალის 2013 წლის ივლისის სპეციალურ გამოცემაში. http://eujournal.org/index.php/esj/issue/view/90
2013 წელი - დაიდო ხელშეკრულება საფრანგეთის ნანტის უნივერსიტეტთან, რაც ითვალისწინებს სტუდენტთა გაგზავნას სამართლის, სოციოლოგიისა და ფსიქოლოგიის პროგრამებზე სრული ან არასრული ციკლით.
2013 წელი - ევრაზიის I მულტიდისციპლინარული ფორუმი ჩატარდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნვიერსიტეტში. ორგანიზატორები იყვნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტი (მაკედონია) და აზორეს უნივერსიტეტი (პორტუგალია). ფორუმში მონაწილება მიოღეს მეცნიერებმა 35 ქვეყნიდან. ფორუმზე წარმოდგენილი მოხსენებები გამოიცა სამ ტომად ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტის მიერ. http://www.emforum.eu/index.php/ct-menu-item-7
2013 წელი - ბუდაპეშტის ბიზნესის საერთაშორისო სკოლასთან (უნგრეთი) დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებმა ერთწლიანი კურსი გაიარეს აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელში.
2013 წელი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო სატელევიზიო პუბლიცისტური გადაცემებისა და დოკუმენტური ტელეფილმების სტუდენტური V საერთაშორისო ფესტივალი „კენტავრი”.
2013 წელი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნვიერსიტეტსა და საერთაშორისო ორგანიზაცია აისეკ საქართველოს შორის დადებული პარტნიორული ხელშეკრულების ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტებმა სტაჟირება გაიარეს პოლენეთში და ჩეხეთში.
2013 წელი - ჰაიდენჰაიმის უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებმა სწავლების ოთხთვიანი კურსი გაიარეს აღნიშნულ უნივერსიტეტში.
2013 წელი - შეიქმნა საზაფხულო სკოლა და გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია (კოლოქვიუმი) „ძალადობისა და კონფლიქტების პრევენციის სამართლებრივი ასპექტები“. კონფერენციის ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყო გერმანიის აკადემიურმა გაცვლის სამსახურმა (DAAD).
2013 წელი - გაიმართა ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ადამიანი - სამართალი - იდენტობა“.
2013 წელი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და უჟგოროდის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (უკრაინა) ორგანიზებით ჩატარდა პირველი საერთაშორისო სამეცნიერო სტომატოლოგიური კონგრესი.
2013 წელი - ჩატარდა სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ფილოსოფიასა და სოციალურ მეცნიერებებში.
2013 წელი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერიტეტის ბიზნესის და მართვის სკოლამ მეორედ გაიმარჯვა USAID-ის საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის (G-PAC) საგრანტო პროექტში „მდგრადი ენერგეტიკის ეკონომიკური პოლიტიკა“.
2013 წელი - უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოსა და ევროპის უნივერსიტეტების სტუდენტები.
2013 წელი - საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებებით გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამას, პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამას, ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამას, სამართლის სადოქტორო პროგრამას, კრიმინალისტის IV და V საფეხურის პროფესიულ პროგრამებს მიენიჭათ აკრედიტაცია.