2026 წლის 12 -13 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის საუნივერსიტეტო კლინიკაში „პინეო“ გაიმართა ორდღიანი ტრენინგი „სწავლა-სწავლებისა და შეფასების მეთოდები უმაღლეს სამედიცინო განათლებაში“, რომელსაც უძღვებოდა სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) სპეციალისტი, ასოცირებული პროფესორი - იური მიგრიაული.
ტრენინგი განკუთვნილი იყო გრუნის მედიცინის პროგრამის კლინიკური საფეხურის სწავლებაში ჩართული ექიმებისა და აკადემიური პერსონალისათვის.
მონაწილეებმა იმსჯელეს სამედიცინო განათლებაში სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომებისა და კლინიკურ გარემოში სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების შესახებ, განიხილეს კონსტრუქციული უკუკავშირის როლი სტუდენტის პროფესიულ განვითარებაში და კლინიკური კომპეტენციების შეფასების მეთოდები. იმსჯელეს, როგორ უნდა შეესაბამებოდეს შეფასება სწავლის შედეგებს და როგორ შეიძლება შეფასება იყოს არა მხოლოდ ცოდნის შემოწმების საშუალება, არამედ სწავლის ხელშემწყობი ინსტრუმენტიც.
ტრენინგი ინტერაქტიული ფორმატით წარიმართა. მონაწილეებმა ერთმანეთს კლინიკური სწავლების საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარეს.
ყველა მონაწილემ მიიღო ტრენინგის მასალები შემდგომი შესწავლისა და პრაქტიკაში გამოყენების მიზნით.
ტრენინგის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა