გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა, ჯანდაცვის მარკეტინგის საკონსულტაციო ჯგუფთან ერთად, ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრის პერსონალისთვის ჩაატარა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აკრედიტებული მორიგი ტრენინგი: „პაციენტზე ორიენტირებული ეფექტური კომუნიკაციის ტექნიკა ექიმებისთვის“.
ტრენინგის ფარგლებში, მსმენელთა ახალი ნაკადი გაეცნო სამედიცინო კომუნიკაციის თავისებურებებს - შეისწავლა მტკიცებულებათა ბაზაზე შემუშავებული, პაციენტზე ორიენტირებული ეფექტური კომუნიკაციის ტექნიკა, რაც მონაწილეებს საშუალებას მისცემს, გაზარდონ მკურნალობის ეფექტურობა, მართონ პაციენტებთან კონფლიქტური სიტუაციები, დაიხმარონ პაციენტი მკურნალობის პროცესში მისი მონაწილეობითა და მოტივაციის ამაღლებით, გაზარდონ კმაყოფილი პაციენტების რაოდენობა და მნიშვნელოვნად შეამცირონ სამედიცინო შეცდომების დაშვების რისკი.
მსმენელებს გადაეცათ სერტიფიკატი და მიენიჭათ 6 უპგ ქულა.
ტრენინგს უძღვებოდა ჯანდაცვის მაგისტრი, ჯანდაცვის მარკეტინგის საკონსულტაციო ჯგუფის დირექტორი, სოფიო გოგელაშვილი.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა