2026 წლის 23 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, საბიბლიოთეკო საათის ფარგლებში, დოქტორანტებისა და მაგისტრანტებისათვის გაიმართა სემინარი ბიბლიოთეკის რესურსების, სამეცნიერო ელექტრონული ბაზებისა და აკადემიური ინფორმაციის მოძიების თანამედროვე შესაძლებლობების გასაცნობად.
ახალგაზრდა მკვლევრებისათვის გამართული ყოველწლიური სემინარი მიზნად ისახავს კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობასა და სამეცნიერო რესურსების ეფექტიანად გამოყენების უნარების განვითარებას.
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, გულნარა ყეინაშვილმა, სემინარის მონაწილეებს გააცნო საბიბლიოთეკო რესურსებით სარგებლობის ძირითადი წესები, ხოლო მოწვეულმა სტუმარმა, EBSCO-ს სამეცნიერო ბაზების წარმომადგენელმა საქართველოში, მაია მეტრეველმა, ისაუბრა საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონული ბაზების გამოყენების, სამეცნიერო პუბლიკაციების მოძიების, შესაბამისი ლიტერატურის შერჩევისა და სანდო აკადემიურ წყაროებზე წვდომის საკითხების შესახებ.
დოქტორანტების მიერ გამოვლენილმა აქტიურობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა სამეცნიერო ელექტრონულ რესურსებზე ხელმისაწვდომობისა და მათი გამოყენების პრაქტიკული ცოდნის მნიშვნელობა სადოქტორო კვლევების პროცესში.
სემინარს ორგანიზებას უწევდნენ: ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, გულნარა ყეინაშვილი და სადოქტორო პროგრამების კოორდინატორი, მაია გოგიაშვილი.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა