2026 წლის 27, 28 და 29 ოქტომბერს EBSCO EP Package Elite-ის წარმომადგენლებმა საქართველოს მასშტაბით ჩაატარეს ონლაინტრენინგი იმ უნივერსიტეტებისათვის, რომლებსაც კომპანია ელექტრონული რესურსებითა და საინფორმაციო მომსახურებით უზრუნველყოფს. სამდღიანი ტრენინგის მუშაობაში აქტიურად იყო ჩართული გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, როგორც სამეცნიერო ბაზების მრავალწლიანი მომხმარებელი და პარტნიორი.
ონლაინტრენინგის მიზანი იყო დაინტერესებულ პირთათვის ელექტრონული რესურსებისა და მათ გამოყენებასთან დაკავშირებული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გაცნობა.
ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს EBSCO-ს მონაცემთა ბაზებში განთავსებული ელექტრონული რესურსების პრაქტიკულ მნიშვნელობა და სამეცნიერო - კვლევით პროცესში მათი ეფექტიანი გამოყენება.
ტრენინგი ხელს შეუწყობს უნივერსიტეტებში ელექტრონული აკადემიური რესურსების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, რაც მნიშვნელოვანია სასწავლო და კვლევითი საქმიანობის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
გრუნის ბიბლიოთეკა აქტიურად თანამშრომლობას ებსკოს ბაზების წარმომადგენლებთან, ტრენინგის დასრულებისას ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს - გულნარა ყეინაშვილსა და სადოქტორო პროგრამების კოორდინატორს - მაია გოგიაშვილს, გადაეცათ სერტიფიკატები.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა