2026 წლის 12-18 ოქტომბერს გრუნის პროფესორები ვახტანგ ჭარაია და მარიამ ლაშხი მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიწვევით ტაილანდში, ბანგკოკში, ყოველწლიურ ყრილობას ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები ეკონომიკური, საგანმანათლებლო, სოციალური, გეოპოლიტიკური და სხვა საკითხების შესახებ. ყრილობას ესწრებოდნენ მსოფლიოს 200-მდე ქვეყნიდან მოწვეული მაღალი რანგის სტუმრები, მათ შორის, მთავრობის წევრები, მარეგულირებლები, აკადემიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
გრუნის პროფესორები დაესწრნენ სავალუტო ფონდის სამდივნოს 80 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებასაც და კოლეგებთან ერთად, ცალკეული დარგების მიხედვით, განიხილეს მსოფლიო წინაშე მდგარი გამოწვევები, სტუმრებს გაუზიარეს საქართველოს გამოცდილებაც.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა