იტვირთება...
გრუნის კურსდამთავრებულთა სტატიები ჟურნალ BENEFIT-ში გამოქვეყნდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის კურსდამთავრებულთა სტატიები ჟურნალ BENEFIT-ში გამოქვეყნდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების (ფინანსები) კურსდამთავრებულების - ნიკა წივწივაძისა და ქეთა ფხალაძის, კიდევ ერთი პროფესიული წარმატება მნიშვნელოვანი სამეცნიერო სტატიების მომზადებას უკავშირდება, რომლებიც პრესტიჟულ ჟურნალ BENEFIT-ში გამოქვეყნდა.

 

სწავლის პერიოდში გამოვლენილი მაღალი აკადემიური მოსწრებისა და ფინანსების სფეროსადმი გამოვლენილი ინტერესის საფუძველზე, ლექტორმა რატი ქირიამ სტუდენტები სამუშაოდ საკუთარ კომპანიაში — Traders' Hub, მიიწვია. დღეს ნიკა წივწივაძე კომპანიაში ანალიტიკოსისა და მენტორის პოზიციას იკავებს, ხოლო ქეთა ფხალაძე ანალიტიკოსისა და მარკეტინგის მენეჯერია.

 

აღსანიშნავია, რომ ნიკამ წელს სწავლა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესის სამაგისტრო საფეხურზეც გააგრძელა.

 

ჟურნალ BENEFIT-ში გამოქვეყნებული სტატიები, ნიკა წივწივაძის სტატია: „SpaceX IPO and a Historic Moment for the Stock Market“ და ქეთა ფხალაძის სტატია: „The IPO Everyone is Waiting for: What OpenAI Reveals About the New Economy“ - თანამედროვე ფინანსური ბაზრებისა და გლობალური ეკონომიკის მნიშვნელოვან ტენდენციებს ეხმიანება.

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ულოცავს ნიკა წივწივაძესა და ქეთა ფხალაძეს ამ მნიშვნელოვან პროფესიულ მიღწევას და შემდგომ პროფესიულ წინსვლას უსურვებს!