იტვირთება...
შეხვედრა პირველკურსელებთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


შეხვედრა პირველკურსელებთან


2026 წლის 9 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტური თვითმმართველობის წევრებისა და სტუდენტთა ომბუდსმენის შეხვედრა პირველკურსელებთან.

 

შეხვედრაზე სტუდენტებს გააცნეს თვითმმართველობის ფუნქციები, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, განხორციელებული აქტივობები და სამომავლო გეგმები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თვითმმართველობის როლს სტუდენტთა ინტერესების წარმოჩენაში, ინიციატივების მხარდაჭერასა და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში მათი მონაწილეობის ხელშეწყობაში.

 

პირველკურსელებმა მიიღეს ინფორმაცია იმ შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც სთავაზობს სტუდენტური თვითმმართველობა, კერძოდ, საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული და შემეცნებითი აქტივობების შესახებ.

 

სტუდენტთა ომბუდსმენმა პირველკურსელებს თავისი უფლებამოსილებები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. ისაუბრა სტუდენტთა უფლებების დაცვის მნიშვნელობის შესახებ.

 

შეხვედრის მიზანი იყო პირველკურსელებისთვის საუნივერსიტეტო გარემოს, სტუდენტური სტრუქტურებისა და მათი შესაძლებლობების გაცნობა, სტუდენტური უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში მათი აქტიურად ჩართვა.