გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი - გოჩა ოჩიგავა, „პედაგოგთა განათლების ფორუმი - 2026" -ის მუშაობაში მონაწილეობდა.
ფორუმი მასწავლებლის საერთაშორისო დღეს გაიმართა და ექიმისა და მასწავლებლის - გიგა ავალიანის, ხსოვნას მიეძღვნა.
შეხვედრა ორგანიზებული იყო ქი ქონსალთინგის გლობალური განათლების საერთაშორისო ასოციაციის მიერ.
ფორუმზე განიხილეს:
- მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება;
- პედაგოგის უფლებები, დაცვის მექანიზმები და შესაძლებლობები.
მასწავლებელთა უფლებებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ისაუბრა გრუნის სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა - გოჩა ოჩიგავამ.
იმსჯელეს: მასწავლებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო - სამართლებრივი მექანიზმების, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ცალკეული პირობებისა და ზეგანაკვეთური მუშაობის ანაზღაურების შესახებ, განიხილეს კონკრეტული შემთხვევები, დარღვევები.
გრუნის წამომადგენელმა კოლეგებს შესთავაზა პრობლემის განხილვა გაგრძელდეს საუნივერსიტეტო სივრცეში, ახალგაზრდა მკვლევრებისა და სხვადასხვა სკოლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტების მონაწილეობით.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა