სკიათოსში (საბერძნეთი) გაიმართა ევროპის კულტურული ტურიზმის მე-19 საერთაშორისო კონფერენცია: „მდგრადი ტურიზმის სტრატეგია და კულტურული კომპასი ევროპისთვის: სინერგია რეგენერაციული, ჭკვიანი და მდგრადი კულტურული ტურიზმისთვის“.
კონფერენცია ევროპული კულტურული ტურიზმის ქსელის (ECTN) ორგანიზებით გაიმართა, რომელიც ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ((UN Tourism)) აფილირებული წევრი და ამ სფეროში მომუშავე ერთადერთი პანევროპული სტრუქტურაა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს ECTN-თან და 2023 წლიდან მისი წევრია.
კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს ექვსი ძირითადი თემა: მდგრადობა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ქმედებები; კრეატიული და თანაშექმნილი ტურიზმი; დიგიტალიზაცია და ჭკვიანი ტურიზმი; ტრანსნაციონალური კულტურული მარშრუტები და მემკვიდრეობის ქსელები; აქტიური, ნელი და ხელმისაწვდომი ტურიზმი; რეგენერაციული ტურიზმი და მემკვიდრეობაზე ორიენტირებული დანიშნულების ადგილების რეგენერაცია.
კონფერენციაზე ასოცირებულმა პროფესორმა მაია მელაძემ წარადგინა მოხსენება: „მდგრადი ტურიზმის განვითარების გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოში: ადრეული ბავშვობისა და სკოლამდელი განათლების რეფორმები“.
უნივერსიტეტის წარჩინებულმა კურსდამთავრებულმა ლიზი ძიმისტარიშვილმა პროფესორ ვახტანგ ჭარაიას, ასოცირებულ პროფესორ მაკა ფირანაშვილსა და ასისტენტ პროფესორ მარიამ ლაშხთან ერთად წარადგინა მოხსენება: „მუზეუმები, როგორც რეგენერაციული კულტურული ტურიზმის კატალიზატორები: საქართველოს მაგალითი“.
კონფერენციის სესიების გარდა, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სასწავლო ვიზიტების მეშვეობით აღმოეჩინათ სკიათოსის კულტურული მემკვიდრეობა, მათ შორის, ევანგელისტიას მონასტრის მუზეუმი, სკიათოსის ციხე და სკიათოსის ქალაქის მუზეუმები.
კონფერენციაში გრუნის წარმომადგენლების მონაწილეობით საქართველო ევროპაში წარმოჩინდა, როგორც კულტურული ტურიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა, რაც ხელს უწყობს ამ მიმართულებით ახალი თანამშრომლობის განვითარებას.
კონფერენციის დასასრულს გამოცხადდა ახალი ინიციატივა: ტურისტული მარშრუტის - „არგონავტების გზა,“ შექმნა. საქართველოდან პროექტის პარტნიორები იქნებიან: გრუნი და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. ამის აღსანიშნავად „არგონავტების გზის“ პროექტის სავარაუდო მონაწილეები გემ „არგოს“ გამოსახულებით დაჯილდოვდნენ.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა