2026 წლის 6 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის ონლაინ ფორმატით გაიმართა საინფორმაციო სემინარი საერთაშორისო პროგრამა COST-ის კვლევითი პროექტების გასაცნობად.
COST-ის საქართველოს ეროვნულმა წარმომადგენელმა - თეონა მაისურაძემ, ისაუბრა პროგრამის შესაძლებლობების, მოქმედი პროექტების მოძიებისა და გაწევრიანების, აგრეთვე, იმ კონკრეტული მიმართულებების შესახებ, რომლებიც ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის წარმომადგენლებისთვის. განიხილეს პროგრამასთან დაკავშირებული სხვა პრაქტიკული საკითხებიც.
აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტს ჰყავს პროგრამა COST-ის ექსპერტები, რომლებიც წარმატებით არიან ჩართული სხვადასხვა კვლევით პროექტში და გამოთქვამენ მზადყოფნას პროგრამაში გაწევრიანების მსურველთა მხარდაჭერის თაობაზე.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწია გრუნის სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრმა

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა