2026 წლის 5 ოქტომბერს, ბიზნესისა და მართვის სკოლის ორგანიზებით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) წარმომადგენლებთან.
განიხილეს ინფორმაცია საუნივერსიტეტო კონკურსის - UNI4VERSE - გამართვის შესახებ. მოწვეულმა სტუმარმა გრუნის სტუდენტებს გააცნო: კონკურსის მიზნები. მონაწილეობის პირობები, ძირითადი ეტაპები და კონკურსის სხვა შესაძლებლობები.
წლევანდელი UNI4VERSE-ის მთავარი მიმართულებაა ფინანსური განათლება (FinTech.) სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, იმუშაონ რეალურ ფინანსურ გამოწვევებზე და შექმნან ინოვაციური, ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა: ფინანსური სერვისების ინტეგრაცია, გრძელვადიანი ფინანსური დაგეგმვა, ფინანსური უსაფრთხოება, ყოველდღიური ფინანსები და მცირე ბიზნესის ფულადი ნაკადები.
საინფორმაციო შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისთვის კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობა და მათი წახალისება ინოვაციურ და ტექნოლოგიურ პროექტებში ჩასართავად.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა