იტვირთება...
გრუნის მდგრადი განვითარების ცენტრი PRME-ის ევრაზიის დანაყოფის კვარტალურ შეხვედრაზე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის მდგრადი განვითარების ცენტრი PRME-ის ევრაზიის დანაყოფის კვარტალურ შეხვედრაზე


2026 წლის 24 სექტემბერს გაიმართა გაეროს პასუხისმგებლიანი მენეჯმენტის განათლების პრინციპების (UN PRME) ევრაზიის რეგიონული დანაყოფის (PRME Chapter Eurasia) კვარტალური შეხვედრა, რომელშიც გრუნის მდგრადი განვითარების ცენტრის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

 

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მდგრადი განვითარების მიმართულებით მიმდინარე აკადემიური კვლევებისა და ინიციატივების გაზიარება, აგრეთვე, რეგიონული აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავება.

 

შეხვედრაზე გრუნის მდგრადი განვითარების ცენტრის თანადამფუძნებელმა, დოქტორმა მეჰდი მაჯიდიმ, წარადგინა მოხსენება: „სამოქალაქო ჩართულობის პრაქტიკული ინტეგრირება მდგრადი განვითარების პროცესში“.

 

მოხსენება შეეხებოდა მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში სამოქალაქო ჩართულობის როლსა და საგანმანათლებლო პროცესში მდგრადი განვითარების პრინციპების პრაქტიკული ინტეგრაციის მნიშვნელობას.

 

მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვან როლს ასრულებს აკადემიური ცოდნისა და კვლევითი გამოცდილების ურთიერთგაზიარების, უნივერსიტეტთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე საერთაშორისო დიალოგის ხელშეწყობის პროცესში.